სამოტივაციო

ეს ნაწილი მეტია ვიდრე პროფესია, ბიოგრაფია ან კონკრეტული ურთიერთობა. ეს არ არის სარეკლამო ადგილი, ეს ჩვენი გუნდის გვერდია, ისეთივე ადამიანების, როგორც თქვენ და ეს განცდა, რომ ყველა ადამიანს საერთო აკავშირებს, სადღაც ღრმად, სულის სიღრმეში, სწორედ ეს განცდა არის მთავარი, როცა ამას კითხულობთ, მიუხედავად იმისა, რა მიზნით ხართ ეხლა აქ. ყველანი ვიბრძვით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა სამყარო, რომელიც გარს გვაკრავს და ამ საიტის ფერია, და სამყარო, რომელიც ჩვენი გულის სიღრმეშია და მუდამ თან გვსდევს, არ გვაძლევს შანსს დავივიწყოთ, რომ ეს ბრძოლა სინამდვილეში მხოლოდ დიდი თამაშის პატარა ნაწილია, თამაშის, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება. ამიტომ ბრძოლა მხოლოდ მანამდეა კარგი, სანამ არ გვავიწყდება, რომ მოთამაშეები ვართ და არა ნამდვილი მტრები. ადამიანებს სინამდვილეში არაფერი გვაქვს გასაყოფი და ამიტომ ამ გართობაში სიძულვილი, დაუნდობლობა და ბოროტება ყოვლად უადგილოა. ერთი სიტყვით სიცოცხლე მეტია, ვიდრე ანგარება.

თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენი, როგორც ჩვენი პოტენციური კლიენტის უპირველესი საზრუნავია არ დარჩეთ მოტყუებული ჩვენი მომსახურებით. ამიტომ ვცდილობთ ჩვენ პირველ რიგში თქვენი ინტერესები დავიცვათ, რადგან საბოლოო ჯამში, შეცდომაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე ხარისხი არ არსებობს, რადგან თვითონ ხარისხია გამოცდილების შედეგი, გამოცდილება კი თავისთავად შეცდომის. თუმცა სწორედ გამოცდილება მოწმობს, ჩვენიც, თქვენიც და ყველა ადამიანის, რომ მთავარია შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება და არა შეუძლებელი დაპირებების გაცემა – აი როდის რჩება კლიენტი მოტყუებული. ვინაიდან ჩვენი დევიზია არცერთი უკმაყოფილო კლიენტი, ეს ნიშნავს, რომ მას არასოდეს არ უნდა მივცეთ ჩვენს ერთგულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია და მასზე ჩვენი გამოცდილების, კომპეტენციისა და კვალიფიკაციის იმედი უნდა გვქონდეს. ამ ეტაპზე დაზღვეული არავინაა და ეს არც არის მისაღები, რადგან სრულიად პროგნოზირებადი განვითარება მთელ პროცესს უკარგავს სიმძაფრეს, რაც სიამოვნების მიღების აუცილებელი ატრიბუტია. ამიტომ ჩვენი მისიაა კლიენტს, თქვენ ყოველთვის პირდაპირ შეგხედოთ და ვიყოთ მართლები!

TOP.GE