2017

posted Dec 28, 2016, 11:20 PM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 28, 2016, 11:20 PM ]
ყოველ ახალ წელს იმედით ვხვდებით, თუმცა იმედი გამართლებაზეა დამოკიდებული, გამართლება კი, თავის მხრივ, იღბალზე. მსურს, 2017 წელი უეჭველი წარმატების წელი ყოფილიყოს თქვენთვის, წარმატების, რომელიც იღბალზე არ არის დამოკიდებული, არამედ თქვენს სიძლიერეზე. მსურს, იყოთ იღბალზე ძლიერნი და საკუთარი მომავალი თავად ძერწოთ. ამისათვის კი, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო: წამით შედგეთ ცხოვრების მორევში და საკუთარ თავს დაეკითხოთ: ვინ მაიძულებს ჩემმა სიცოცხლემ სწორედ ასე განვლოს? თუ გამბედაობას მოიკრებთ და პასუხს ეძიებთ, აუცილებლად მიაგნებთ მას. ამის შემდეგ გახდებით საკუთარი ბედის გამგე და თქვენი თავის უფალი. ჩვენ ამაში სიამოვნებით დაგეხმარებით. გისურვებთ, სილაღეს და გამბედაობას მის მისაღწევად!

სანდრო ამაშუკელი
2017 წლის დამდეგი
TOP.GE
Comments