აღსარება

posted Jan 11, 2016, 7:23 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 8:57 AM ]
„რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი?“ – ხშირად ამბობდა მაცხოვარი და იგავებით აღუწერდა მას თავის მოსწავლეებსა და მსმენელებს. ქრისტე თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს და ჩვენც მას უნდა ვემსგავსოთ. ამიტომ ვიზიოთერაპიის შედეგების აღწერას მეც სხვადასხვა ხერხით ვცდილობ. ამჯერად აღსარების საიდუმლოზე ვისაუბრებთ, როგორც ამას ვიზიოთერაპევტი ხედავს.

 

ვიზიოთერაპიას აღსარებებით თერაპიაც შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მიზნისათვის. უხსოვარი დროიდანაა ცნობილი, რომ აღსარებას თავისი ფსიქოლოგია და სამკურნალო ეფექტი აქვს. მისი სიძველე ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომა ჩემთვის, რომ ადამიანებისთვის ახლობელი იყოს ვიზიოთერაპია. აი ასეთი საფუძველი აღმოჩნდა აღსარების სახით. უმრავლესობას ჩაგვიბარებია აღსარება და გვიგრძვნია რა სიმსუბუქე, შვება მოაქვს მას. შვება თავისთავად მნიშვნელოვანი მომენტია ვიზიოთერაპიისას, ამიტომ, ჩემი ფეისბუქ გვერდის მისამართად სწორედ ეს სიტყვა ავირჩიე. მაგრამ ყველას ასევე გვიგრძვნია გარკვეული იმედგაცურება, როცა ხანი გამოხდება და ჩვენი ცოდვები ისევ დაიწყებს დაგროვებას. თუმცა ვიზიოთერაპიის მიერ გამოყენებული დამატებითი საშუალებებიც დროებით გვერდზე რომ გადავდოთ, თუ შვების ასეთ თერაპიულ ეფექტს პერიოდულ ხასიათს მივცემთ, ვავარჯიშებთ სულს ზედმეტი სიმძიმისაგან განთავისუფლებაში, ის, ჩვენი ტკბილი სული ნელ–ნელა გაძლიერდება ჩვენში და განუხრელ ზრდას, განმტკიცებას დაიწყებს. ახლა დავფიქრდეთ, თუ უბრალოდ იმით, რომ ჩვენი საიდუმლო გარეთ გამოგვაქვს ამხელა შვებას ვგრძნობთ, ხომ დასაშვებია, რომ ამ ჩვენ მძიმე ფიქრებს ბოლოსდაბოლოს საშველი ჰქონდეს? და რაც მთავარია, მათზე ტვინის დაძაბვაც კი არ არის საჭირო, არამედ მხოლოდ მათგან იდუმალების საბურველის ჩამოგლეჯაც კი საკმარისი იარაღია. ამდენად, გამართლებულია დავუშვათ, რომ აღსარებას გარკვეული სამკურნალო ეფექტი აქვს. ახლა მოდით ერთად გადავამოწმოთ ეს ვარაუდი და გავეცნოთ თუნდაც რამოდენიმე კვლევას ამის თაობაზე.

 

მაგალითად, ერთ–ერთი მკვლევარი აარონ მიურეი სვანკი თავის სტატიაში "აღსარების სამკურნალო პრაქტიკა" ასევე მიუთითებს აღსარების სამკურნალო ეფექტზე. ის სამ სიტუაციას განიხილავს: პირველი, როცა ადამიანები რელიგიურ აღსარებას აბარებენ, მეორე, როცა თავის შეცდომებზე სინანულს გამოთვამენ და მესამე მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც თავისუფალ თემას სწერს. შედეგები ასეთია; აღსარების ორივე სახის მწერალი ჯგუფი ერთნაირად უფრო მძიმედ განიცდის დანაშაულის გრძნობას უშუალოდ აღსარების დასრულების შემდეგ, ვიდრე მის დაწყებამდე, მაგრამ ზუსტად 2 კვირაში უკვე თავს იჩენს სხვაობა: რელიგიური აღსარების დამწერი ჯგუფის წევრები კიდევ უფრო მეტ სინანულს განიცდიან, ხოლო თავისი შეცდომების გამო სინანულის გამომხატველი ჯგუფის წევრები შვებას. ამის ასეთი ახსნაა მოცემული: როცა ადამიანი რელიგიურ აღსარებას აბარებს კიდევ უფრო მეტად ფიქსირდება საკუთარ ცოდვებზე და გადაჭარბებულად თვითკრიტიკული ხდება, ხოლო სინანულის გამომხატველი ადამიანები ზუსტად იმ დოზით აფასებენ საკუთარ შეცდომებს, რასაც ისინი იმსახურებენ; სწორედ ეს სიზუსტე აძლევს მათ საშუალებას ადექვატურად შეაფასონ შეცდომები, მათი აცილების რეალურ გზებზე დაფიქრდნენ და ჩამოიშორონ ტკივილის ის მტანჯველი და განუზომელი ხასიათი, რომელიც მას შეცოდმების საერთოდ გაუცნობიერებლობის გამო ენიჭებოდა. აარონის მსჯელობა რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღსარებასაც კი ორგვარი ძალა აქვს: დადებითი და უარყოფითი. თუ აღსარებას საკუთარი შეცდომების აღიარებისა და მათი სწორად შეფასებისათვის გამოვიყენებთ, ეს მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს, ხოლო თუ ის კიდევ უფრო მეტი თვითგვემისა და უზომო სინანულის საფუძველი გახდება, მაშინ ერთ წრეზე ფიქსაციისა და გამოუვალი სევდის განწყობა დაფულება, რისი მოწმენი ცხოვრებაშიც ალბათ ბევრჯერ ყოფილხართ საკუთარი და საკუთარი მეგობრების მაგალითზე.

 

სხვა ავტორი, მილტონ ჰოროვიცი აღნიშნავს, რომ აღსარებისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობები, რომელებიც მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს ფსიქოლოგიური არასტაბილურუბის ან კიდევ უფრო უხეშად შიშის სახელმწოდებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს აღსარებას არ ჩაგაბარებს. ჰოროვიცი კერძოდ გამოყოფს შემდეგ კონკრეტულ ფაქტორებს აღსარების ჩაბარების წინაპირობად: 1) პირი, რომელსაც ჩააბარებს აღსარებას ავტორიტად უნდა მიაჩნდეს. 2) ამ ავტორიტეტს გარკვეული მტკიცებულება, დასაბუთება უნდა გააჩნდეს, რომ აღმსარებელმა მართლაც რაღაც დააშავა საკუთარი თავისა თუ სხვების წინაშე; 3) უნდა იგრძნოს საკუთარი ძალების სიმცირე იმ ძალასთან შედარებით, რომელიც მას ჩადენილი დანაშაულისათვის ადრე თუ გვიან პასუხს მოსთხოვს; 4) და, რაღა თქმა უნდა დანაშაულის განცდა; როგორც ავღნიშნეთ, თუ ადამიანს თვითონ არ მიაჩნია თავი დამნაშავედ ნაკლებ სავარაუდოა საერთოდ აღსარების ჩაბარებაზე დაფიქრდეს. ჰოროვიცის შრომა უფრო აღიარებას ეძღვნება, თუმცა პარალელს თვითონაც ავლებს რელიგიურ აღსარებასთან და ჩვენც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვიზიოთერაპიის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ქუჩიდან ადამიანი სამკურნალოდ შემთხვევით არ შემოივლის ხოლმე. როგორც წესი, მას მნიშვნელოვანი სულიერი დისკომფორტი უგროვდება და მხოლოდ ამ შემთხვევაშია იძულებული საშველი ეძებოს, მოინდომოს და ინვესტიცია დააბანდოს თავის განკურნებაში. 5) აღსარება ხსნის გზად უნდა ჩათვალოს. საერთოდ როცა აღიარებაზეა საუბარი, ადამიანი მას გაურბის, რადგან მიაჩნია, რომ აღიარება მის წინაშე გარკვეულ ნეგატიურ ძალებს აამოქმდებს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ პირიქით, სწორედ აღსარება მოუტანს მას იმ ძალების აგრესიის შემცირებას, რომელიც მის წინააღმდეგ არის ამხედრებული, აღსარება უკვე მართებულად მიაჩნია გამოსავლად და სწორედ ასეთ დროს აღიარებს შეცდომებს. აქ გვსურს ხასგასმით ავღნიშნოთ, რომ ვიზიოთერაპიის დროს თქვენი საიდუმლოებების გამხელა ან თქვენს მტკივნეულ საკითხებზე მსჯელობა სულაც არ არის აუცილებელი პირობა. ბევრ ადამიანს ეშინია საკუთარი სისუსტეების და შიშების სხვითვის გამხელა, თუნდაც ეს სხვა მე ანუ ვიზიოთერაპევტი იყოს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისშია ასე, რადგან პაციენტი თავის პრობლემებს უძლევენ ძალას აწერს და თან მხოლოდ მისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს. ამიტომ თავიდან ჩვენ სხვა, ნაკლებ მტკივნეულ სიტუაციებს განვიხილავთ მაგალითისათვის და პაციენტი ვარჯიშობს მათი დამარცხებაში. ამის შემდეგ, უკვე თავისი გადასაწყვეტია დამოუკიდებლად მოუვლის საკუთარ კომპლექსებს თუ ჩვენი დახმარებით. როგორც წესი, ადამიანის ტკივილის ძალა მის რეალურ სიძლიერეში კი არ არის, არამედ მოლოდინში, რომ მასთან გამკლავებას ვერ შესძლებს. ამიტომ როცა საკუთარ ძალებში რწმუნდება, საოცარი გარდასახვით იდუმალებისა და ერთგვარი მოწიწების საბურველი თვითონ აეხსნება ამ ტკივილებს და პაციენტი ვეღარც კი იხსენებს საერთოდ რატომ ცდილობდა ასე გაფაციცებით მათზე არავისთან, თუნდაც უახლოეს მეგობართანაც კი საუბრას არიდებოდა. თუმცა კიდევ ვამბობ, ძალას ვიზიოთერაპიისას არავინ არავის ატანს, მეტიც, ეს არის ჩემთვის ცნობილი ყველაზე კორექტული და ცივილიზირებული მეთოდი. არის საკითხები, რომლებზეც საუბარი პაციენტს მაინც ერიდება. ასეთები, ისევე როგორც რელიგიური აღსარებისას, უფრო სექსუალურ საკითხებს უკავშირებდება, განსაკუთრებით სექსის ისეთ სახეებს, რომლებიც აღმსარებელს საზოგადოებისთვის მიუღებლად მიაჩნია. საკითხები შესაძლოა ოჯახის უახლოეს წევრებთან ურთიერთობას ეხებოდეს, რადგანაც მათაც უფრო ინტიმურ და სალაპარაკოდ დასაძრახ თემებად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ სქესთა სხავაობას თერაპევტსა და პაციენტს შორის თითქმის არანაირი მნიშნვენლობა არ აქვს (აქაც პარალელია ეკლესიასთან) და პრაქტიკაში, მაგალითად მანდილოსნებს არ აფერხებთ თავისი სექსუალური საკითხების განხილვა მამაკაც თერაპევტთან. ასე რომ, ეს კონკრეტული საკითხი, შესაძლო საზოგადო მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პირიქით წყდება.

 

მკვევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა ნაწილობრივი აღსარების ფენომენიც კი გამოიკვლია ანუ როცა ადამიანი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ნაწილს თავისთვის იტოვებს. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ თვითონ აღმსარებლისათვის უფრო მავნებელია ნაწილობრივი აღსარება, ვიდრე შეცდომის საერთოდ არ აღიარება. თერაპიული კუთხით, ეს არის ერთ–ერთი დაბრკოლება რატომაც იკავებს ადამიანი თავს მიმართოს ფსიქოთერაპევტს. მოლოდინი, რომ შეიძლება გარკვეული საკითხები კი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ტკივილი ბოლომდე მაინც ვერ ამოიწუროს, კიდევ უფრო დიდ შიშს იწვევს პოტენციურ პაციენტში, ვიდრე მას თერაპევტისადმი მიმართვამდე ჰქონდა. მას ამ პრობლემების კიდევ უფრო გაღიზიანების, ასე ვთქვათ ზვავის დაძვრის, პანდორას ყუთის გახსნის შიში აბრკოლებს. კვლევაში, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ ამას ასე ხსნიან, რომ ნაწილობრივი აღსარება დამატებით კითხვებს უჩენს თვითონ აღმსარებელს იმის თაობაზე, რაც აღიარა და რაც დაიტოვა თავისათვის. ორივე სხვა შემთხვევაში, სრულად აღმსარებელიც და საერთოდ არაფრის მთქმელიც ნაკლებ ყუღადღებას უთმობენ ჩადენილ შეცდომას და ეს ანიჭებთ განტვირთვას, მაშინ როცა ნაწილობრივი აღმსარებელი გონებრივ ტანჯვას განაგრძობს. ეს სრულად ეხმიანება ჩვენს პრაქტიკას ვიზიოთერაპიის დროს. პაციენტის აზრობრივი წნეხი ცხადია თერაპიის გარკვეულ ეტაპზე უფრო მძიმდება, რადგან მას უკვე ეჭვი ეპარება, რომ პირადი პრობლემების არეალი ისეთი აუღებელი ციხესიმაგრე არ არის, როგორც ადრე მიაჩნდა და ეს რა თქმა უნდა, უბიძგებს მას დაუღალავად ეძიოს მათზე შეტევის მიტანის კრეატიული გზები. თერაპიის ამ ეტაპზე პაცინეტი უფრო იტანჯება, ვიდრე დასაწყისში, მოსვენებას ჰკარგავს, რადგან ახლა მას იმედი ჩაესახა და შრომა სჭირდება მიზნის მისაღწევად. პაცინეტის შიში, რომ თერაპევტმა საქმე ბოლომდე ვერ მიაყვანინოს ამიტომ გამართლებულია, შუა გზაზე პაციენტის უნუგეშოდ მიტოვება მისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დასაწყისში. ამიტომ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარი სანდოობის გაზრდაზე, რადგან პოტენციური პაციენტის ამგვარი სკეპტიციზმი სრულიად გამართლებულია და ადექვატურ გარანტიებს მოითხოვს თერაპევტის მხრიდან. სამწუხაროდ, თვითონ თერაპევტიც შეზღუდულია დამაჯერებელი მტკიცებულებები გამოაქვეყნოს ამ კუთხით, რადგან მკურნალობის სრული კონფიდენციალურობა უფრო მნიშნელოვანი ღირებულებაა ამ დროს. ამიტომ მკურნალობის დაწყების მომენტში ნდობის ფაქტორს მაინც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის პაცინეტის მიერ მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ბოლოს, კარლ იუნგის შეგონებით გვსურს დავასრულოთ, რომ აღსარება არასოდეს არის უსარგებლო, რამეთუ მიტევებაა ის საზღაური, რომელსაც ჩვენი შეცდომების სააშკარაოზე გამოტანით ვიღებთ. ამიტომ არის, რომ მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, ვიზოთერაპიის გავლაც არ არის გაუმართლებელი რისკი ან შეცოდმა, ის გავძლევს საშუალებას საკუთარი შეცდომები ვაღიაროთ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, რასაც საკუთარი თავისათვის მიტევება და შედეგად ისევ და ისევ ჩვენს თავთან სულიერი მშვიდობის საწინდარი – შერიგება მოჰყვება. ყველას წარმატებას და აღსარების შვებით ტკბობას გისურვებთ.

 

ვიზიოთერაპევტი ალექსანდრე ამაშუკელი

11 იანვარი 2016 წელი.

 

გამოყენებული სტატიები:

1) მილტონ ჰოროვიცი „აღიარების ფსიქიოლოგია“ Milton W. Horowitz, Psychology of Confession, The, 47 J. Crim. L. Criminology & Police Sci. 197 (1956-1957) http://scholarlycommons.law.northwestern.edu/cgi/viewcontent.cgi?article=4482&context=jclc

2) აარონ მიურეი სვანკი, აღსარების სამკურნალო პრაქტიკა, http://spiritualityhealth.com/articles/healing-practice-confession

3) დოქტორი არტ მარკმანი, „რატომ არის აღსარება სასარგებლო შენთვის“ https://www.psychologytoday.com/blog/ulterior-motives/201501/why-confessing-is-good-you

4) ელიზაბეთ ტოდის „აღსარების და მიეტვების ღირებულება იუნგის მიხედვით“ http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01533258#page-1

TOP.GE
Comments