ბრაზი

posted Jan 21, 2016, 4:14 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 10, 2016, 3:12 AM ]
აგრესია. უთუოდ ოჯახში იწყება. ადრეულ ასაკში. მიმართულია უპირატესად მშობლებისადმი. განსაკუთრებით ხელმძღვანელი მშობელის მიმართ. მკურნალობა. ჩვეულებრივი მეთოდებით ფაქტიურად არ იკურნება და მთელ ცხოვრების მანძილზე ასვამს დაღს აგრესიულს. ხასიათდება უმიზეზო ბრაზით გარშემომყოფთა მიმართ, ხოლო საკუთარ თავთან დარჩენა უჭირს. მისი თავი მუდმივად ახსენებს მტკივნეულ თემებს, რომ უფროსი მშობელი ვერ დაამარცხა და გასაქანს არ აძლევს. მას აქვს გადამდები ხასიათი. ვლინდება მშობლებიდან შვილებზე, ერთი მეუღლედან მეორეზე, დისგან ძმაზე გადადების ურიცხვი ფაქტები. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ აგრესია არის ენერგიის ერთეული მისი ერთი პირიდან მეორეზე გადაცემა არის შესაძლებელი. თუ ძმა დას გადასცემს ამ ენერგიას, დას რჩება მხოლოდ ორი გზა მისგან განსათავისუფლებლად: ან სხვას უნდა გადასცეს როგორც საბავშვო თამაშ ცხელ კარტოფილშია ან თავის სხეულში ჩატენოს. ორივე შემთხვევაში აგრესია მავნებელია. შესაძლოა თუ არა აგრესიის გარეშე ცხოვრება. თავისუფლად. ბრაზი, ისევე როგორც შიში ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენებია და არავითარი საფრთხე მათგან არ მომდინარეობს. პრობლემა ყოველთვის მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როცა ორივე მათგანი გამიზეზდება. წყენის აკუმულირება იწვევს პათოლოგიას. შიშისა და ბრაზის ბუნება ისეთია, რომ ისინი მყისიერი იმპულსებია. ეს ნიშნავს, რომ თუ ბრაზი ან შიში რამოდენიმე წუთზე მეტს გრძელდება საქმე უკვა გადახრასთან გვაქვს. ორივე მათგანი მყისიერ რეაგირებას მოითხოვს: შიში მოქმედების, ხოლო ბრაზი გამოვლენის. ბრაზს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს. იგი ემსახურება სახეობის გადარჩენას და ურჩთა სოციალიზაციას. შიშის და ბრაზის მარაგის შექმნა და კონსერვაცია შეუძლებელია. ბოღმა არის უკვე ფსიქიკური გადახრა. ბევრ ადამიანს საყვედურობენ, რომ ბოღმიანები არიან. სინამდვილეში ისინი არა ბოღმიანები, არამედ უბრალოდ ბრაზიანები არიან. ბოღმიანს ეს არ ეტყობა. რადგან ბოღმის დანიშნულება სწორედ ფარული ჩანაფიქრია. ნებისმიერი ბავშვი, რომელიც იმედგაცრუებულია სიამოვნებით შეიძლება დაბოღმილად ჩაითვალოს. უმრავლეს შემთხვევაში, დაბოღმილმა თვითონაც კი არ იცის, რომ დაბოღმილია. იმდენად დიდია სინამდვილის დამახინჯების წილი, რომ რეალურ ბოღმას თავი ხშირად ყველაზე კეთილი არსება ჰგონია თავი. იცით როდის მჟღავნდება დაგროვილი ბოღმა? როცა ძალაუფლებაა შენს ხელში. ამ დროს ადამიანი უკვე ხვდება, რომ შურისძიებას წინ აღარაფერი უდგას. გონებაც აღარ ამახინჯებს სინამდვილეს და ბოღმიანი შურისძიებით ტკბება. ამიტომ არაა გასაკვირი, როცა სათნო ადამიანებიც კი უარყოფითად ამჟღავნებენ თავს, როცა ხელისუფლებაში მოვლენ ან ფულს იშოვიან. ამისათვის კიდევ ცალკე უნდა მოემზადო ვიზიოთერაპევტთან, რომ მზად იყო ძალაუფლების შესარგებად.

ბრაზი განსაკუთრებულ დატვირთვას გარდატეხის ასაკში იძენს. ალბათ არ არსებობს ისეთი უნივერსალური მკვლელი, როგორიც ბრაზია. მას მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი ჰყავს გაჟლეტილი ალბათ. ვაკვირდებით ბავშვებს რამდენად გონიერნი, ნიჭიერნი და ხალისიანნი არიან, გარდატეხის ასაკის შემდეგ კი ან სხვას ერჩიან ან საკუთარ თავს. რის გამო ხდება ეს და რაა საშველი? წყენის გამო. ბავშვი ბევრ წყენას იგროვებს ბავშვობაში და შემდეგ ჯავრს იყრის. ამას სექსუალური ენერგიის ზრდაც ერთვის. საშველი რა თქმა უნდა ვიზიოთერაპიაა. ამ ასაკში განსაკუთრებით შედეგიანია მისი გამოყენება. უფროსობაში გარდამავალ ბავშვს ჯერ არ აქვს საკუთარი შიშებისათვის ლოგიკური დასაბუთება მიცემული და ადვილია მართალ გზაზე მათი დაყენება. შიშის აქტივაცია 10 წლის ასაკში იწყება. მტკივნეული პროცესი 5–6 წელი გრძელდება 15–16 წლამდე. თუ ამ ასაკში მშობელი შვილს დაუპირისპირდა, ორთაბრძოლა სავარაუდოდ მთელი ცხოვრება გასტანს. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვიზიოთერაპევტისათვის მიმართვის საშუალება არ გვაქვს? საკუთარ შიშებს უნდა დავუკვირდეთ. ბავშვთან ურთიერთობა ალბათ უკანასკნელი შანსია ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი შევცვალოთ. მხოლოდ მომავალი თაობის სიყვარულს აქვს ძალა უკან დაგვახევინოს. არ შეიძლება საკუთარი შიშების მომავალ თაობაზე პროექცია ანუ გადატანა. უნდა გვახსოვდეს, რომ შვილი არის ინდივიდუალური ადამიანი. მას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები ამ ცხოვრებაში. თუ შეცდომას უშვებს, ასეა საჭირო. ის თვითონაა საკუთარი თავის უფალი და მის ნებას პატივი უნდა ვცეთ. ვინ მოგვცა ჩვენ მშობლებს უფლება, რომ ჭკუას ვასწავლით საკუთარი ცხოვრების შემხედვარე? ყველას აქვს საკუთარი შეცდომების დაშვების უფლება. შეცდომა გვასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს და ყველაზე ძვირი სიამოვნება სწორედაც ესაა. შვილის სიცოცხლე ჩვენ ბუნებისაგან გვეძლევა და ის ჩვენი საკუთრება არაა. ჩვენ წვლილი შეგვაქვს მის აღზრდა განვითარებაში და ასეთივე წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ მის ცხოვრებაშიც ჩვენი რჩევის მისთვის იმ დროს მიცემით, როცა გვთხოვს. როცა აღარ გვისმენს, რჩევა მხოლოდ ჯინაზე მოქმედების სურვილს აღძრავს. აგრესიაზე კი იქნება ზღვა მასალა ინტერნეტში, მაგრამ დარწმუნებული ვარ სულ ერთი და იგივე. ბრაზის საიდუმლო არ იმალება იქ, სადაც მას ეძებენ. ამის შესამოწმებლად იმ ადამიანების გამოცდილებას უნდა მივმართოთ, ვინც ბრაზის გარეშე ცხოვრობს. მაგალითად, კლინიკური სიკვდილის გამოცდილების მქონე ადამიანებს. როდესაც ხალხი იმ ქვეყნიურ გამოცდილებას ეზიარება, მათთვის ბრაზი საერთოდ კარგავს ღირებულებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრაზი გარკვეული უცოდინრობის ბრალია. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზე, ფსიქოთერაპევტებსა და რელიგიის მსახურებზე. გამოდის, რომ ბრაზი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიკეთეების მოსაპოვებლად აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ადამიანებს. თუ ის, რაც გვინდა, მიუღწევლად მიგვაჩნია, საჭიროა დამატებითი ენერგიის გენერირება მის მოსაპოვებლად. მაგრამ ვიზიოთერაპიის ამ გზავნილებიდან ჩვენ უკვე ვიცით, რომ თვითონ სურვილია მიუღებელი ადამიანთათვის. ამიტომ საფუძვლიანია ეჭვი მივიტანოთ პირველ რიგში სურვილის მიღწევის რაობასა და საშუალებებზე. მოდით დეტალურად დავუკვირდეთ რა ხდება. თუ ადამიანი ნახავს, რომ იმ ქვეყანაზე სიცოცხლე არსებობს და ის კარგია, მისთვის ამქვეყნიური ღირებულებები აზრს კარგავს. შესაბამისად, ის სცილდება სოფლის კონკურენტულ გარემოს და ბრაზსაც. მას თითქოს საბრძოლო და გასაყოფი აღარაფერი აქვს. სხვა ვითარებაა ჩვეულებრივი მოკვდათათვის. ისინი თვლიან, რომ ბრძოლაში გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და მთელი ბრაზით იბრძვიან ამისათვის. მაშ რა არის აქ მნიშვნელოვანი? სურვილის სიძლიერე თუ შედეგი? საქართველოს ნაკრები ფეხბურთში. როცა ბიჭებმა იციან, რომ გამარჯვება აუცილებელია უეჭველი მარცხდებიან, ხოლო როცა იციან, რომ არაფერი მნიშვნელობა მათთვის და არა მოწინააღმდეგე გუნდისათვის გამარჯვებას არ აქვს, უცილობლად უკეთესად თამაშობენ და ხშირად იგებენ. დასკვნა? ბრაზი ხელისშემშლელი ენერგიაა. ბოქსი. როცა მოწინააღმდეგე კონტროლს კარგავს საკუთარ თავზე, შეშლილი და იმდენად მოტივირებულია გაიმარჯვოს, რომ სულელურ რისკზე მიდის, დარტყმას უშვებს და ნოკაუტშია. სიყვარული. როცა ძალიან ძლიერ გვიყვარს და მისი დაკარგვის შიში გვაქვს, მონუსხულები ვხდებით და შეყვარებული ამას უნიათობაში გვითვლის, რაც მისი დაკარგვის შანსს სწორედ ამ მომენტიდან წარმოშობს. ე.ი. ბრაზი ისე როგორც ყველაფერი ჩემს გზავნილებში, მართვადი უნდა იყოს. ის ორლესული ხანჯალია, რომელიც ან ჩვენ დაგვღუპავს ან მოწინააღმდეგეს, შანსები ზუსტად 50/50–ზეა, გააჩნია როგორ გამოვიყენებთ მას. გამოყენებული ბრაზი კი უკვე ის ბრაზი არაა, რომელსაც ჩვენ ვუჩივით. ბრაზი მართვადი ხდება და ჩვენი მიზნების მიღწევის საშუალება. გამოდის, რომ ბრაზი განაჩენი არაა. ის, როგორც შიში საჭირო იმპულსია კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ. დანარჩენი უკვე გონების და სიბრძნის საკითხია. მე ვერ ვიმსჯელებ პათოლოგიურ ბრაზზე, ვინაიდან ეს უკვე გაცვეთილი თემაა. ცხადია, რომ მას საჭიროებასთან საერთო არაფერი აქვს. დესტრუქციული ენერგიაა, რომელიც საკუთარი არასრულყოფილების ცრუ განცდით წარმოიშვება. ჩვენ ფსიქოთერაპევტები სწორედ ამას ვაცნობიერებთ და იმიტომ ვართ მშვიდად. ეს სიმშვიდე განსხვადება რელიგიის მსახურების და კლინიკური სიკვდილის გადამტანი პირების სიმშვიდისაგან. მათ არა სურვილის მიღწევის შესაძლებლობა გააცნობიერეს, არამედ თვითონ სურვილები შეიცვალეს. თუ ისინი ისევ საერო ცხოვრებას დაუბრუნდებიან ისევ გაბრაზდებიან. რადგან ვერ მიხვდნენ, რომ ბრაზი არასაჭირო ენერგიაა. ჩვენი კი ვიცით, რომ ბრაზი მხოლოდ სიამოვნებას აფუჭებს და არა მის განცდაში გვეხმარება. ეს იგივეა ადამიანმა იმის შიშით შეიყვაროს, რომ მშიერი არ დარჩეს. შობს შიში სიყვარულს? თუ არა, ვერც ბრაზი შობს სიამოვნებას. თვითგადარჩენა უმიზეზოდ არ მიხსენებია. აბა დავიხოცოთ? მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელსაც ყოველთვის ამბობენ. მაგრამ იგივე არგუმენტს იყენებდა სტალინი, როცა ხალხს ხოცავდა, გიტლერი, ინკვიზიცია და მეძავებიც. არცერთი ადამიანი არ აკეთებს საქმეს მოტივაციის გარეშე. ყველას აქვს გამართლება და ყველასთვის იგი საჭიროებაა. რამდენად არის საჭიროება გამართლება. კლინიკური სიკვდილ გამოვლილებმა ეს საკითხი გადაჭრეს, რომ საჭიროება არ არის. იგივე ეხება მღდვლებს. მათაც ჩათვალეს, რომ საჭიროება მაინც მეორე პლანზეა. გამოდის, რომ საკვანძო საკითხი აქაც ჩვენი და ჩვენი შვილების შიმშილია. საკითხი მარტივად წყდება. უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლისაც საერთოდ არ გვეშინია. პირიქით, რომ მას ეშინია ჩვენი. გაწირავთ მისთვის თავს? ცხადია. თქვენ არც კი დაფიქრდებით იმაზე ღირსება უფრო მაღლა დგას თუ შიმშილი. თავს ასეთ ადამიანთან არ დაიმცირებთ. რა გამოდის? ჩვენი კარგად ნაცნობი მეგობარი შიში. ისევ და ისევ ბოღმა და შიში გვაიძულებს დათმობაზე წავიდეთ და არა საჭიროება. ეს საოცრებაა, მაგრამ ასეა. ვიზიოთერაპია დიდ შესაძლებლობებს გაძლევთ საკუთარი ხედვები გადაამოწმოთ და ტრადიციული შეცდომები არ დაუშვათ. მას იმხელა შესაძლებლობები აქვს, მიჭირს კიდევაც სრული მასშტაბი წარმოვიდგინო, როცა დედამიწაზე არცერთი ადამიანი დარჩება მის გარეშე. ეს დღე კი მალე დადგება. გონივრულობა, ზომიერება, სიბრძნე და სიყვარული დაისადგურებს მაშინ მიწაზე. საკვირველი ის უფროა როგორ უნდა გახდეს ადამიანი ბოროტი, ვიდრე ის, თუ როგორ შეიძლება იყო კეთილი. ბრაზი, ძირითადად გაუგებრობის შედეგია. ჩვენ ვერ ჩავწვდით სირთულეების წარმოშობის არსს და ამიტომ ვნერვიულობთ. უცოდინრობა ყოველთვის შიშს იწვევს. ამიტომ მეტი ისწავლეთ, მეტი წაიკითხეთ, მეტს გაეცანით და დაუკვირდით. ეს თავისუფლებას მოგანიჭებთ, რასაც გისურვებთ კიდეც.

ალექსანდრე ამაშუკელი
ვიზიოთერაპევტი
21 იანვარი 2016 წელი.
TOP.GE
Comments