შიში

posted Jan 14, 2016, 9:34 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 9:00 AM ]
ერთერთი ყველაზე დიდი მოტივაციია სამყაროში. რამდენად სწორია შიშზე დაფუძნებული ქმდება? მიმოიხედეთ ირგვლივ, ჩაიხედეთ საკუთარ სულში, ჩვენ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ამის შესამოწმებლად მოინდომეთ რამე და მაშინვე შიშნარევი არგუმენტები მოგივათ აზრად. მე ასე ვსვავ საკითხს: რამდენად არის შიში საერთოდ საჭირო? გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ შესაძლებელია იყოს სრულიად თავისუფალი შიშისგან. ეს უნიკალური განცდაა, რომელიც მხოლოდ თერაპიის სრული კურსის გავლისას მიიღწევა. ვიცი, რომ შიშს ვერ გრძნობთ, მაგრამ მოგიყვებით როგორ ფარულად მოქმედებს იგი. ის არ მოვა, კარზე არ დაგიკაკუნებთ და გეტყვით, გამარჯობა პატარავ, მე შავი შიში ვარ და მინდა შენ დაგიმორჩილო. არა, შიში სულ სხვაგვარად მოქმდებს. იგი დასაბუთების სახით მოდის. ავიღოთ ჯანმრთელი კვება. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ვერავის დაარწმუნებთ, რომ ჯანმრთელი კვება საჭირო არ არის. ყველა დარწმუნებულია, რომ მავნე საკვებს ერიდება დასაბუთებულობის გამო. შეუძლებელია ამ დროს ადამიანს დაანახო, რომ მას შიში აიძულებს იმოქმედოს. იმისათვის რომ დავინახოთ შიშის ძალა, უნდა ვნახოთ სიმართლე თუ კონკრეტულად ჩვენ რატომ ვირჩევთ ჯანმრთელ საკვებს. ეს შესაძლებელია. სეანსების დროს პაციენტი ნელ–ნელა იკვლევს თავის აზრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ მოდის მიღებული დასაბუთება, რომ ეს აუცილებელია. ამ საკითხზე მსჯელობისას ვლინდება, რომ მას ღრმად გულში რაღაც მაინც არ ასვენებს. თავიდან ეს მხოლოდ პატარა ლაქაა, როგორც თაფლის კასრში ჩავარდნილი ბუზი. ბუზი მოსვენებას არ აძლევს პაციენტს, რადგან მთელი კასრი თაფლი შიშნარევი საჭმელი ხდება. ამიტომ ვთავაზობთ, ბუზის მოშორებას. თავიდან პაციენტს ეშინია, ასე ამბობს, რომ კი არ ეშინია, უბრალოდ ეზიზღება, ბუზთან მიკარება და ხელის ხლება. შეიძლება გავიდეს რამოდენიმე სეანსი, სანამ პაციენტი გარისკავს და კასრის მეორე ბოლოდან თაფლის მალულად ჭამის მაგივრად ბუზს „შეეჭიდება“. თქვენთვის ეს სასაცილოა, სინამდვილეში კი ყველას გვყავს თუნდაც ერთი ბუზი, რომელიც მთელს ცხოვრებას გვიწამლავს. ამაზე შემდგომ. როდესაც ბუზს ხელს მოჰკიდებს და გადააგდებს, კმაყოფილია, მაგრამ გადის ცოტა ხანი, და ბუზის ადგილას უკვე ხოჭო ამოტივტივდება. ცხადია არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ფიქრებზე ვსაუბრობთ. ხოჭო ის ფიქრია, რომელიც ბუზის ქვეშ იმალებოდა და კიდევ უფრო უფუჭებდა თაფლს გემოს. ვიწყებთ ხოჭოს განხილვას, ბუზის მოცილების მაგალითით წაქეზებული ხოჭოს უფრო თამამად ვიშორებთ, გვიხარია, მაგრამ თურმე კვლავ დროებით. ხოჭოს ქვეშ თურმე თაგვი ყოფილა ჩაპრესილი და ახლა ის ამოყვინთავს ზედაპირზე. მოკლედ მოდის და მოდის ნეგატიური აზრები, რომელებიც ჯანმრთელი კვების დასაბუთებით იყო დაფარული და სინამდვილეში თაფლქვეშა საფრთხეებს შეიცავდა. რაღაც მომენტში კასრიდან დათვი ამოდის. დამშვიდდით, ეს პაციენტის ყველაზე საშიში ფიქრია მხოლოდ და არა ნამდვილი საფრთხე. მაგრამ ეს ყველამ იცის პაციენტის გარდა. ის მე მეკვრის და შიშისგან ცახცახებს. „რეალური“ საფთხე მისთვის კასრში მაინც არსებულა. ჩემი პაციენტი უკვე ისეა გაყოჩაღებული, რომ დაწყნარდება დათვსაც დაავლებს ხელს, ამოათრევს თავისი კუთვნილი თაფლის კასრიდან და მოუსვლელში გადაუძახებს. ეს სითამამე მას იმიასთან მიჩვევამ მისცა, რომ დათვი სინამდვილეში მკვდარია. იგი ძველი ტრავმაა. საუკეთესო შემთხვევაში, ისტორია აქ არ მთავრდება. რადგან ახლა თაფლში ჩავარდნილი ცხოველის მოცულობის უკუსვლით მივდივართ. დათვს მოჰყვება მასზე მცირე ზომის ცხოველი, მას კიდევ უფრო მცირე და ბოლოს ისევ ჩვენს ნაცნობ თაგვთან, ხოჭოსთან ბუზთან ვბრუნდებით. აი, როცა ბოლო მწერს ამოიღებს პაციენტი თაფლიდან, იცით რა ხდება? დაჯდება და გემრიელად, 100 პროცენტი შიშისგან თავისუფალი გემრიელად შეექცევა. ვთქვათ, რა იყო საწყისი მწერები გასაგებია, მაგრამ რა ახსნა აქვს დათვის შემდეგ დაწყებულ უკუსვლას? მოგახსენებთ. პაციენტის ფსიქიკაში თავიდან სულ პატარა, უმნიშვნელო ტრავმა წარმოიშვება წყენის, შიშის ან შეკავების სახით. შემდეგ მას სხვა ნელ–ნელა ერთმანეთის ხარჯზე მზარდი ტრავმები ემატება, თითქოს ხოჭო ბუზს ჩაჰყვა გასაყლაპად, თაგვი ხოჭოს და ა.შ სანამ ყველაზე დიდი ცხოველიც იქ არ აღმოჩნდა. დიდი ცხოველი დიდი ტრავმაა. ის ფსიქიკაში იჭდება და კვდება, როგორც დათვი შეიძლება ჩაიჭედოს კასრში. ახლა უკვე მასზე მომცრო ცხოველები ყოჩაღობენ და ლეშის საჭმელად ნელ–ნელა ესენიც კასრში იძირებიან. დრო ამ შემთხვევაში თაფლია, რომელიც ყველა დაუპატიჟებელ სტუმარს ახრჩობს და მოგონებებში ძირავს. მაგრამ მეტი მას არ შეუძლია. მოგონებებში შიშები მაინც ცოცხლობენ. ნელ–ნელა ჟამთაცვლის საბურველი ყველა მოგონებას ჩრდილავს და ბოლოს პატარა ბუზი რჩება ზედაპირზე, რომლის წარმომავლობას გონების მიუსვლელ კუნჭულში ვჭირხნით. დაე იყოს, ვიმედოვნებთ ჩვენ, კასრის მეორე ნაპირიდან შევჭამთ თაფლს და არ გავაღიზიანებთ. აი ჩემო ძვირფასო მკითხველო სად იმალება შიში, რომელზეც დასაწყისში მოგახსენებდით. დავდივართ ნაცნობ–მეგორმებში, გამოვდივართ სიტყვით, ვარიგებთ შვილებს, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის სიყალბეს ვგრძნობთ, არა იმიტომ რომ სხვას ვატყუებთ, არამედ იმიტომ რომ თავს ვიტყუებთ. გვაქვს განცდა, რომ ამას ჩვენ კი არ ვაკეთებთ, არამედ რაღაც გვაკეთებინებს. სინამდვილეში ეს ყოველთვის ჩვენ ვართ, ჩვენი სურვილები. მაგრამ განცდაა თვითონ დამახინჯებული. აქ გავჩერდი, რადგან ისეთი საიდუმლო გაგიმხილეთ, მე თვითონ დავიზაფრე. კარგია თუ ამის მთლიად გაგებას შესძლებთ. მეც თქვენ გგავართ, გასწავლით, მაგრამ მგონია, რომ მეც მეშინია. სინამდვილეში გამოდის, რომ მეც შიშით ვიტყუებ თავს. აი ასე შეუძლია არაფერს   საქმის გაფუჭება. ვგულისხმობ მისაღებ სიამოვნებას და არა გაკეთებულ საქმეს. საოცარი მექნიზმი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მთელ სიცოცხლეს გვიწამლავს, რადგან სიამოვნებას გვიშხამებს, ტკბილი თაფლის მირთვემით მისაღებ სიამოვნებას.

 

კეთილი მოდი ახლა დავუბრუნდეთ იმ საკითხს საიდანაც დავიწყეთ. გადაწყვეტილებები და შიში. მე მსურს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები თავისუფალი იყოს. მსჯელობამ გამოავლინა, რომ ისინი თავისუფალია, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ნაკარნახევია. აი ეს განცდა უშლის ხელს ჩვენს პიროვნულ ზრდას და განვითარებას, რადგან სულ უკან მოხედვით ვმოქმედებთ, როდის რას გაგვიფუჭებს თაფლში ჩავარდნილი ბუზი. აღმოჩნდა, რომ ბუზი ქიმერაა, ის არ არსებობს, გარდა ჩვენი ილუზიისა. ნახეთ, ჩვენ გვგონია რომ რაღაც საშიშია, რადგან თავად ვიგონებთ შიშს და მერე მასვე ვაბრალებთ მავნებლობას. სინამდვილეში შიში საჭირო ემოციაა, რათა რეალური დათვისგან დაგვიცვას. გიყვარდეთ ეს პატარა ბიჭი და ნუ მიაწერთ მას იმ ძალას, რაც არ გააჩნია. ეს მხოლოდ ჩვენი ბავშობის მოჩვენებების დამსახურებაა, რომ მთელი ცხოვრება ვიტანჯებით. მათ მკურნალობა შველის და სიცოცხლე კომფორტულ, მშვიდ სახეს იღებს, რასაც გისურვებთ კიდეც.

 

თქვენი მონა–მორჩილი, ვიზიოთერაპევტი

ალექსანდრე ამაშუკელი

2016 წელი

 

გამოყენებული მასალა: ვიზიოთერაპიის 11 წლიანი საკუთარი გამოცდილება.

TOP.GE
Comments