სხვა

posted Dec 18, 2015, 6:40 PM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:27 PM ]
გადაამოწმე შენი ხედვა, შეცვალე საკუთარი თავი!

ვთვლი, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო კონკრეტული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მეთოდის თაობაზე. ფიქრი, ესეც კი ზოგად პროცესად მიმაჩნია, რომელიც ბევრი სახის ქვეპროცესს მოიცავს. მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად განსაზღვროს რა კომპონენტში სჭირდება მას დახმარება. ესაა სიტუაციების წარმოსახვა. დიახ, სწორედ წარმოსახვას გააჩნია ფიქრის ზოგად პროცესში თერაპიული დატვირთვა, ისაა სულიერი ტკივილის დაამების საშუალება. თუ არსებობს მოვლენათა განვითარების კონკრეტული მოლოდინი, რომელზეც დაფიქრებისაც კი გეშინიათ, რომ არაფერი ვთქვათ წარმოდგენაზე, სწორედ ესაა გამოსასწორებელი. გახსოვდეთ არ არსებობს ისეთი სიტუაცია სინამდვილეში, რომელიც ასე შეგაშინებთ. ამოსავალი სწორედ ისაა, რომ რადგან მისი წარმოდგენაც კი გეშინიათ, სწორედ ეს აძლიერებს დაძაბულ მოლოდინს და შიშს კვებავს. იგივე ეხება წარსულ სიტუაციებსაც. რაც მეტად ფიქრობთ ნაკლები იფიქროთ მათზე, მით მეტად ძლიერდება შეცდომის დაშვების რწმენა, ამას კი თვითგვემა მოჰყვება. საკვანძო სიტყვები ჩემი ამ სტატუსის გადასამოწმებლად არის "ამის გახსენებაც კი არ მინდა" ამაზე ფიქრიც არ მინდა, ეს ვერც კი წარმომიდგენია და მისთანები. თუ ამ სიტყბეს ხშირად იყენებთ, სასურველია დახმარებისათვის მოგვმართოთ. ჩვენ წაგახალისებთ თქვენი წარმოსახვის უნარი ნელ–ნელა სრული მასშტაბით ავამუშავოთ, რათა წარმოსახვაშივე გადამოწმოთ რამდენად ადექვატურია თქვენი უარყოფითი მოლოდინი ან მოგონება. გახსოვდეთ ფრაზა – მართლა რომ მოხდეს ისე არ გამისკდება გული, როგორც ამაზე ფიქრით! :) 5 დეკემბერი 2015 წელი.

უკვე ტრადიციად ყალიბდება, რომ ყოველი თვის 4 რიცხვში განვლილი პერიოდი შევაჯამოთ. ახლაც დავიცვათ ეს წესი და განვიხილოთ მიღწეული შედეგები. ნოემბერი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა წელს, რადგან ჩვენი მომსახურება და ჩვენი გვერდიც უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული გახდა. კერძოდ, მოხდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საჭირო ცვლილება ჩვენი მომსახურების სფეროს დავიწროებით, რათა თქვენ ჩვენს მომხმარებელს უფრო ზუსტი და ადექვატური წარმოდგენა შეგექმნათ თუ რას გთავაზობთ. ფსიქითერაპია, ფსიქოლოგია და სხვა ასეთი ტერმინები საკმაოდ ზოგადია, არსებობს უამრავი მიმართულება, თქვენ ჩვენი სერვისის პოტენციური მომხმარებელი დაბნეული ხართ თუ რა გელით აქ მოსვლისას. ამიტომაც ძალიან საჭიროა ზუსტად და მკაფიოდ აგიღწეროთ რაც ხდება აქ და რა მომსახურებას გვათავზობთ. მე და თქვენ ვიმუშავბეთ ერთ მშვენიერ და კონკრეტულ საკითხზე, როგორიცაა თქვენი ფიქრების გამართვა. თქვენ სულ ფიქრობთ, აი ამ წამსაც როდესაც ამ სტრიქონებს კითხულობთ, მაგრამ ხშირად უკვირდებით თუ არა თქვენს ფიქრებს? აი ახლა მე რომ არ მეთქვა ფიქრობთ მეთქი, აკვირდებოდით რომ ფიქრობდით. ალბათ არა. იმიტომ რომ ფიქრი ამ შემთხვევაში თავისით მიდიოდა და ისე გამარაგებდათ აზრებით რომ მის არსებობას ვერც გრძნობდით. ახლავე შეგვიძლია მისი საპირისპირო ცდა ჩავატაროთ. გაგახსენებთ თქვეთვის მტკივნეულ საკითხს, ვინმემ დღეს ნერვები რომ მოგიშალათ, გაგაბრაზათ ან ცხოვრებისეულ ტკივილს რომელიც მუდამ თან გსდევთ. გაიხსენეთ? და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია? მისი დავიწყება? ამ 2 წამში 2 რამ მოხდა თქვენს ფიქრებში. ერთი ის, რომ მიხვდით რომ ფიქრობთ, რაც დასაწყისში არ გახსოვდათ, და მეორე, ცუდი ფიქრი უარჰყავით. აი ჩემი საქმეც სწორედ კონკრეტულად ეგ არის, რომ ნელ–ნელა იმ საშინელ ფიქრთან ურთიერთობას, საუბარს და განხილვას მიგაჩვიოთ. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანური პროცესის – ფიქრის – თვისება სრული სილაღე და თავისუფლებაა. თუ დარჩა თუნდაც ერთი კუნჭული თქვენს გონებაში სადაც არ უშვებთ, ანუ როგორც წეღან უარყოფთ კონკრეტულ საშიშ ან თუნდაც ოდნავ შემაწუხებელ ფიქრს, იგი ხურდას ფსიქიკური და სხეულებრივი ავადმყოფობით, კომპლექსებით და უამრავი დარღვევით გიბრუნებთ. დიახ, აი ასეთი დაუნდობელია ჩვენი ფიქრის პროცესი, გაცილებით სასტიკი ვიდრე შიმშილი. ფიქრი ჩარჩოებს ვერ გუობს, საზღვრებს არ სცნობს და შეზღუდვებს ანგრევს. ასეთია ბუნება იმ მოთხოვნილებისა, რომელიც ახლა თქვენს გონებაში ჩემი აზრების გაგებაში გეხმარებათ, ხოლო როგორც კი მოიცლით თამაშს გიწყებთ. აყევით მას ამ თამაშში და თქვენ უსასრულო ბედნიერების, სულიერი სიმშვიდისა და ახლობელი ადამიანებისთვის სიყვარულის გაზიარებაში გაატარებთ დარჩენილ ცხოვრებას. 4 დეკემბერი 2015 წელი. 


გეშინია ფიქრის? ნუ გეშინია. ფიქრი რომ საშიში იყოს ვაჟა ამ წერილებს არ დაწერდა. კონკრეტლად ფიქრის შესახებ მისი მოსაზრებები შეგიძლია წაიკითხო. მათ შორის, არ არის საშიში ფიქრი ისეთ თემებზეც, რომლებზეც დაფიქრებაც კი გეშინია, გაფრთხობს, დარწმუნებული ხარ, რომ ვერ მოაგვარებ, ტყუილად უნდა გაგაგიჟოს და ამიტომაც გაურბიხარ. მოაგვარებ აუცილებლად. ჩემი დახმარებით. დრო. შეიძლება 1 სეანსში მიხვდე რა უნდა აკეთო, შეიძლება ერთ თვეში და შეიძლება რამდენიმე წელიც არ გეყოს. ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. რა უნდა აკეთო მე თავიდანვე გეტყვი და სულ ვამბობ კიდეც ამ გვერდზე, არ ვმალავ, მაგრამ რამდენი ხანი დაგჭირდება ჩემი მოხმარება ეს შენზეა დამოკიდებული. თანხა. რამდენი დაგჭირდება. გასაუბრება 30 ლარი. 1 თვე 400 ლარი. 1 თვეში 13 ან 14 ერთსაათიანი სეანსი ესწრება. მობილური 7171 3434 ელ–ფოსტა sandro@sandros.net. ანგარიში საქართველოს ბანკში BG16GE 000 0 000 700 929 700. მისამართი თბილისი, გრიბოედოვის 15, ბინა 9.


1 დეკემბერი 2015 წელი. ჩვენი მეთოდის არსი არის ფიქრი. ფიქრი გაიმართება, სიმშვიდე დაისადგურებს. ფიქრის პროცესის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ვაჟამ იცოდა და ამ სტატიაში გამოხატა: ფიქრები 1902 წ. თუ მას გაეცნობით, მიხვდებით რომ ფიქრი სულ არ არის საშიში. ის ორგვარია ნეგატიური და პოზიტიური შედეგის მომტანი. ამიტომ არ შეიძლება მისი დამოუკიდებლად, ფიქრის სპეციალისტის გარეშე გამოყენება. მოგვმართეთ და გასწავლით, როგორ მიმართოთ იგი დადებითი შედეგის, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ეს ნიშნავს, რომ განიკურნებით ნერვოზისგან, ფსიქოზისგან, შიზოფრენიისგან, ბიპოლარული აშლილობისგან, შიშებისგან, აკვიატებული აზრებისგან, კომპლექსებისგან და უამრავი სხვა საფიქრალი თუ სხეულებრივი ავადმყოფობისგან, რომელებიც ყველა იმ მარტივი მიზეზის გამოწვეულია, რომ საკუთარ ფიქრებს გაურბიხართ.


20 ნოემბერი 2015 წელი. ფსიქოლოგია ფუნდამენტური ცხოვრებისეული მეცნიერება გახდა. უხერხულობა, რომელიც მას წარსულში სდევდა თან წარსულსვე ჩაბარდა. დღეს არ არსებობს სერიოზული ფირმა თუ პიროვნება, რომელსაც პირადი ფსიქოლოგი არ ჰყავს. მოვლენების, კონფლიქტების და საკუთარი აზრების სხვა კუთხით დანახვა ფასდაუდებელი სერვისია ნებისმიერი ადამიანისათვის. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგია დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიათა ხუთეულის უცვლელი წევრია. ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ამას კარგად ხვდებიან და უყოყმანოდ მოგვმართავენ სკაიპის საშუალებით. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ფსიქოლოგისადმი მიმართვის კულტურა აქ ჯერ ძალიან დაბალ დონეზეა და უფრო ქილიკის, ვიდრე დაფასების საგანია. უფულობა და ფსიქოლოგთა კვალიფიკაციის დაბალი დონე მხოლოდ უმნიშვნელო ფაქტორებია, რადგან იგივე მდგომარეობაა ადვოკატების სფეროშიც, თუმცა იქ მიმართვიანობა გაცილებით დიდია. ამიტომ ყველანი კარგად დაფიქრდით რამდენად ღირს საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ხუმრობა და მკურნალობაზე უარი მხოლოდ ამის შემდეგ თქვით. 

4 ნოემბერი 2015 წ.

უჩვეულოდ სწრაფად განვლო აუცილებელი ეტაპები ჩვენმა რუსულენოვანმა კლიენტმა და ამჟამად მეორე უფრო მაღალი ფსიქოლოგიური თვითშეგნების ეტაპისათვის გაცნობას გადის. გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა თერაპიას თავად მიიღებს, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ მას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის საშუალება მივცეთ და ამ მიზნით სერვისის ყველა უპირატესობა გავაცნოთ. 

როგორც ქართული ენის საწყის გვერდზეა მოცემული, აქტიურად შევუდექით კონფლიქტებში ფსიქოლოგიურ ინტერვენციას, რასაც ძალიან იმედისმომცემი შედეგები მოაქვს. ჩვენი კლიენტები უამრავ ფულს, ენერგიას და ნერვებს ზოგავენ უთანხმოებების ჩვენი სერვისის დახმარებით მოგვარების შემთხვევაში. რისკი, კი რაც დავის იძულებითი ღონისძიებებით დროებით გადადებას ახლავს თან მინიმალურია როგორც დანახარჯების, ისე დავის განხილვის ვადის ამოწურვის მხრივ.

4 ოქტომბერი 2015 წ.

გასულ კვირას დიდი მონდომებით შევუდექით პაციენტის მკურნალობას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით. დასაწყისი ძალიან იმედისმომცემი იყო, თუმცა ნაწილობრივ მშობელის მხრიდან უნებლიე შეცდომების, უმეტესს წილად კი, თვითონ პაციენტის მოტივაციის დეფიციტის გამო, მკურნალობა გადადებულია. დიახ, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური დახმარება, თუ თვითონ პაციენტს არ აქვს მონდომება და მხოლოდ სხვისი ხათრით მიმართავს ფსიქოლოგს, თითქმის შეუძლებელია. ეს ფსიქიატრია არაა, სადაც მედიკამენტის მიღება შეიძლება აკონტროლო. ზედმეტად გულგრილად განწყობილი კლინტის განკურნება ძალდატანებით არ გამოვა, არადა სამწუხაროა, როცა საკუთარი სკეპტიციზმის გამო ადამიანი, თუნდაც ამ მძიმე დიაგნოზით, განკურნების ძალიან რეალურ შანსს კარგავს!

სტატისტიკა:

გასულ 2014 წლის შემოდგომა – 2015 წლის გაზაფხული განვკურნეთ 3 პაციენტი; 1 მოზარდს 8 თვიანი კურსი დასჭირდა, 1 ქალბატონს 3 თვიანი, ხოლო ბოლო რამდენიმე სეანსში გამოვიდა მდგომარეობიდან.

2015 წლის ზაფხულის პერიოდში ლოგონერვოზი, რომელიც ათეული წლებია სტანჯავდა, პაცინეტმა მხოლოდ ერთ (!) სეანსში დაამარცხა. მეორე ადამიანმა განკურნების "საფრთხე" იგრძნო და თერაპიის შეწყვეტა ამჯობინა, იმედია დროებით. კი ასეც ხდება, ზოგჯერ რასაც ვესწრაფვით მიუღებელი ხდება.

ამავე პერიოდში ორმა უცხოელმაც მოგვმართა, ერთმა ინგლისურენოვანმა, მეორემ რუსულენოვანმა, რომელთაგან ერთ–ერთი ძირეულ მკურნალობის კურსს გადის ამჟამად.

შენიშვნა: აქ არ არის შეყვანილი მონაცემები იმ მრავალრიცხოვან მომართვაზე, რომლის დროსაც მომხმარებელი ერთჯერადი კონსულტაციით დაკმაყოფილდა.

აღწერა:

ეს სერვისი დელიკატური, ინდივიდუალური და მტკივნეული თემაა ჩვენი კლიენტებისათვის. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ამიტომ კლიენტის ინტერესებს უპირობო პრიორიტეტს ვანიჭებთ ყველა სხვა მოტივაციასთან შედარებით. სამწუხაროდ, სეანსის ხანგრძლოვობა, მეთოდის უნიკალური ბუნება და სიახლე საშუალებას არ გვაძლევს სერვისი საქართველოს მოსახლეობისათვის კიდევ უფრო იაფი იყოს, თუმცა სხვა სამედიცინო სერვისებთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ფასებზე, იგი საშუალოზე დაბალია.

მომსახურების ჩვენთან დანერგილი სტანდარტებია: ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობა, კლიენტის ანონიმურობა, არაფორსირებული თერაპია, შთაგონების მეთოდების მაქსიმალური გამორიცხვა, მომხმარებლისათვის თავისუფლების მიცემა თავად გაერკვეს საკუთარ აზრებში, ყოველთვის მხოლოდ ინფორმირებული არჩევანი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უპირობო პრიორიტეტი კლიენტს, გარკვეული სისტემით სვლა და თერაპიის ძირითადი კურსის ერთგულება. ამ და სხვა პრინციპების დაცვა ჩვენი ფსიქოლოგების პროფესიონალიზმის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი თერაპიის წარმატების საწინდარია.

ამდენად, ჩვენ გვათავზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, გარანტირებულ შედეგს ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, ნებისმიერი სიმძიმის დიაგნოზთან შეჭიდება, დღეს ეს ჩვენ შეგვიძლია. უახლესი და ამავდროულად 25 წლიანი აპრობაციის მეთოდი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია "მენცარის" ან ანთროპოანალიზის სახელით. უამრავი ცხოვრებას დაბრუნებული პაციენტი, უმაღლეს დონეზე აყვანილი სიცოცხლის ხარისხი. საუკეთესო საშუალებაა არა მხოლოდ უკიდურესი შემთხვევებისათვის, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში, მსუბუქი კომპლექსების მოსახსნელადაც კი, მათ შორის, გარდატეხის ასაკში. მშობელთა კონსულტაცია, საზოგადოების სხვა მოწყვლად ნაწილთან ურთიერთობის სწავლება, გუნდური ტრენინგი და ოჯახური თერაპია. როგორც მოგახსენეთ, კურსის დასრულების შემთხვევაში, გარანტირებული შედეგი. 

სტატისტიკა მოწმობს, ყოველი გადადებული გადაწყვეტილება მიმართო ფსიქოლოგს არის გაშვებული მომენტი, პათოსის დაკარგვა, რაც კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ ბარიერად ყალიბდება გამოჯანმრთელების გზაზე, ამიტომ გამოიყენე სურვილის ენერგია, აკრიფე 5 7171 3434 ეხლა და გადადგი პირველი ნაბიჯი თავისუფლებისთვის ბრძოლაში!
TOP.GE
Comments