გამარჯვებულის ფსიქოლოგია

posted Jul 3, 2016, 10:42 AM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:16 PM ]
მარცხი და გამარჯვება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგომი ცნებებია.

ადამიანი აზროვნებს ორგვარად - როგორც გამარჯვებული და როგორც დამარცხებული.

თუ აზროვნებთ ისე, როგორც გამარჯვებული, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. თუმცა სხვა, თანაბარ სიტუაციაში ყოველთვის გადამწყვეტი უპირატესობა გექნებათ.

გაიხსენეთ რამდენჯერ შეუშლია ხელი თქვენს გაუბედაობას, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ. რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის ”მაინც არაფერი გამომივა”, ”უკვე ვცადე, მაგრამ...”, ”ჯერ მზად არა ვარ” და ა.შ.

სამწუხაროდ ასეა, ადამიანი ყოველთვის პოულობს მიზეზს იმისთვის, რომ რეალიზებადი არ გახადოს  თავისი მიზნები. ხოლო თუ ცდილობს კიდეც რამე გააკეთოს, წინასწარ შეგუებულია, რომ მისი მცდელობა კრახით დასრულდება და წარმატებას ვერ მიაღწევს. შედეგი კი რუხი, ერთფეროვანი დღეები, მოსაწყენი სამუშაო, დაღლილობა და აპათიაა.

თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ: -  დატოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის  და იყოთ ისეთი, როგორიც ადამიანების უმრავლესობაა, თუ ეცადოთ გახადოთ საკუთარი ცხოვრება უფრო მიმზიდველი, ნათელი, საინტერესო, გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი, დაიწყოთ საკუთარი საქმე, ერთი სიტყვით გადააქციოთ თქვენი ოცნებები რეალობად.

თუ ეს ყველაფერი გსურთ, მოგეთხოვებათ გამბედაობა, მიზანდასახულობა, საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვებულის ფსიქოლოგია.

ჭეშმარიტად წარმატებულმა ადამიანებმა იციან გამარჯვების ეს რეცეპტი და ყოველთვის იყენებენ მას. თუ თქვენც შეძლებთ ამას, წარმატებით გადალახავთ ყველა ბარიერს, რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ იგი.

სამწუხაროდ, უმრავლესობა ადამიანებისა, წინასწარაა განწყობილი მარცხისთვის და არა წარმატებისთვის. ისინი წინასწარ ეძებენ მიზეზს და თავის გასამართლებელ ფრაზებს, იმ შემთხვევისათვის, თუ  დამარცხდებიან. არ სწავლობენ სხვებისა და საკუთარ შეცდომებზე.

თუ არ გსურთ, ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდეთ და, გინდათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი და სხვაგვარად იაზროვნოთ. მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

მარცხი და გამარჯვებადღეს ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ადვილად იპოვოთ საჭირო ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ საკუთარი აზროვნება, შეგიძლიათ დაესწროთ სპეციალურ სემინარებს, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს,  გაიაროთ ლექციების კურსი, მოიძიოთ ინტერნეტში და ა.შ.

მაგრამ არც წიგნები და ინტერნეტი, არც სემინარები და ლექციები, არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენი ცხოვრება მაშინვე შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარი - თქვენი სურვილია, მძაფრი სურვილი, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს და გახადოთ თქვენი ოცნებები რეალური.

სურვილი, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა განსაზღვრავს თქვენი წარმატების ხარისხს.

მოვიყვანოთ მაგალითი:

ძალიან ბევრი ადამიანი გულმოდგინედ ცდილობს ებრძოლოს ზედმეტ წონას, ისინი ამისთვის იყენებენ  ყველა არსებულ მეთოდს: დიეტებს, მედიკამენტებს, ვარჯიშებს, მისდევენ სპორტს, მაგრამ როგორც კი დგება მცირეოდენი შედეგი, მალევე უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას. რატომ? - პასუხი ერთია - არასაკმარისი სურვილი და მოტივაცია.

მოხდენილი აღნაგობისთვის ბრძოლის ფორმულა ხომ ძალიან მარტივია - დახარჯე მეტი კალორია, ვიდრე მოიხმარ! - შედეგი გარანტირებულია.

მაგრამ ბევრს არ უნდა ეს დაიჯეროს და  უშედეგოდ ებრძვის ზედმეტ წონას. ხოლო ვისაც  ესმის  და შეუპოვრად მუშაობს საკუთარ თავზე, აღწევს კიდეც სერიოზულ წარმატებას ამ მიმართულებით. მისი ფიგურა ისევ იბრუნებს მოხდენილობას. მიზეზი კი დასახული მიზნის მისაღწევად მაღალი მოტივაციაა.

მარცხი და გამარჯვებაასევეა ნებისმიერ სხვა საკითხშიც - სამსახური, სწავლა, ბიზნესი, ურთიერთობები.

იმისათვის რომ შეიცვალოთ, საჭიროა დატოვოთ ”კომფორტის ზონა”, რომელშიც იმყოფებით. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღებად, რთული და დაძაბული მუშაობაა საჭირო.

შეიძლება ამისთვის საკუთარ ცხოვრების სტილზე, დროზე და ურთიერთობებზე  უარის თქმამაც მოგიწიოთ, მაგრამ თუ  მზადა ხართ გადაიხადოთ ასეთი ფასი - გააკეთეთ ეს! გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ წარმატებული ნებისმიერ საქმესთან და ადამიანებთან მიმართებაში. აიღეთ თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ნუ დაადანაშაულებთ წარუმატებლობაში თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, კონკურენტებს, ამინდს, ჰოროსკოპს, არასასურველ ეკონომიკურ სიტუაციას - ასე უკვე აკეთებს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, მაგრამ არცერთ მათგანს არ მიუღწევია წარმატებისთვის.

წარმატებას აღწევენ მხოლოდ ისინი, ვისაც არ ეშინია თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ საკუთარი გამარჯვებისთვის, არამედ შეცდომისა და მარცხისათვის.

არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით, თუ თვლით, რომ არ ამოგიწურავთ საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს!

წყარო: aura.ge

TOP.GE
Comments