პაემანი

posted Feb 14, 2016, 6:50 PM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:20 PM ]

პაემანი გაქვთ საღამოს და ზედმეტად ღელავთ როგორ წარიმართება იგი?

10 არაიდიოტური რჩევა საჩუქრად:


1. ახლავე გაივარჯიშეთ; სასიამოვნო დაღლილობა საუკეთესო დამამშვიდებელია.
2. დაჯავშნეთ შედარებით მყუდრო ადგილი. ხმაური და ალიქოთი მეტად აღგაღზნებთ.
3. თუ მღელვარებამ აგიტანათ, ნუ ეცდებით დამალოთ. ამით მეტ ეჭვს აღუძრავთ პარტნიორს, რომ თვითონ საღამო არ მოგწონთ. სჯობს, ბოლო გამბედაობა მოიკრიბოთ და უთხრათ: "ზედმეტად ვღელავ ამ არაჩვეულებრივი შეხვედრის გამო, გმადლობ".
4. ხომ გახსოვთ, უნდა დაკარგო რომ მოიპოვო. დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ არაფერი გამოგივათ. გაცილებით მშვიდად იგრძნობთ თავს, როცა ეტყვით: დასაკარგი არაფერი მაქვს. წარმატება ხშირად მაშინ გველოდება, როცა გადაწყვეტთ: აი, ისევ ყველაფერი გავაფუჭე.
5. პირველი ნაბიჯი! ნუ იწვალებთ მის ლამაზად გადადგმაზე. სჯობს დაიწყოთ, ვიდრე მისი ფორმის შერჩევაზე გაცდეთ. უმრავლეს შემთხვევაში, დაწყება უხეში გამოგივათ, ნურც გაიხსენებთ ამას, როცა პროცესი წავა და უკან მოხედვა არ მოგიწევთ.
6. თუ ეს 5 რჩევა არ გშველით, მეგობარს დაეყრდენით. მართალია, მესამე ყოველთვის ზედმეტია, მაგრამ არა მეოთხე ან მეტი. ამიტომ სულ უარის თქმას, სჯობს მეგობრების წრეში შეხვდეთ საყვარელ ადამიანს.
7. გამოგიცდიათ, რომ ყველაზე სასიამოვნო ეტაპი პანიკური შეტევის გადატანის შემდეგ დგება, ამიტომ ნურც ამისგან შექმნით პრობლემას, პანიკა მოვა და წავა, თქვენი ურთიერთობა კი უფრო გამყარდება.
8. თუ ფსიქოლოგიაც არ გშველით, სხეულს მიმართეთ დასახმარებლად. ბოლოსდაბოლოს ხომ ყველანი მის ხელში ვართ? ამიტომ, უბრალოდ ძალიან ღრმად და ნელა ისუნთქეთ. სანამ თავს ხელში არ აიყვანთ გააგრძელეთ ასეთი თერაპიული სუნთქვა. თავის მართლებაზე ნუ იზრუნებთ, რითაც გაგიხარდებათ, იმით ახსენით.
9. ძნელბედობის ჟამი პაემანის შემდეგ უფრო დგება, როცა მუქი აზრები მოდის: სწორად მოვიქეცი თუ არა? ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ურთულეს საქმეში ჩაბმა და მთელი დღე მასზე გადაყოლაა. გარწმუნებთ, საღამოს გუშინდელი პაემანის ნახევარიც აღარ გეხსომებათ.
10. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ცნობილი მოწოდება – კიდევ სცადეთ. თუ ამ ჯერზეც არ გამოვიდა, გულს ნუ გაიტეხთ, გამოცდილებას მეტი სიმშვიდე მოაქვს. ამიტომ არ დანებდეთ. აი, თქვენ ტესტიც ინგლისურ ენაზე საკუთარი მღელვარების დონის შესამოწმებლად, ხოლო თუ ეს რჩევებიც არ გშველით, ხომ იცით, ყოველთვის მზად ვარ გემსახუროთ. სხვა მხრივ, კი სასიამოვნო საღამოს და კარგ დროსტარებას გისურვებთ. აბა, სხვა რა ვქნა? :)

TOP.GE
Comments