როგორ ვაჯანმრთელებთ

posted Apr 9, 2016, 3:44 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 15, 2016, 3:16 AM ]
მეთოდის ახლებურად წარმოჩენის არეალი სულ უფრო ვიწროვდება, თუმცა მომხმარებელი მაინც იჭვნეულადაა განწყობილი. მოდით, ახლა ასე გეტყვით: ცხოვრებაში არსებობს უამრავი პრობლემა და კონფლიქტი: იმას შორის რაც გვინდა და რაც გვაქვს, ზოგჯერ თვითონ არ ვიცით რა გვინდა, ზოგჯერ გვგონია, რომ სწორედ ვიქცევით, სინამდვილეში კი შეცდომას ვუშვებთ და პირიქით. ეს ყველაზე მცირე, თორემ ისე უამრავი პრობლემაა, ურთიერთობების, ფინანსების, დასაქმების, მოტივაციის და კიდევ რა მოსთვლის რის არა. უახლოესი ხალხიც კი ხშირად გამოთქვამს ეჭვს, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ფსიქოლოგიით, კერძოდ ვიზიოტერაპიით ეშველოს. ჩემი პასუხია, რომ პრობლემებს არ ეშველება, ეშველება ჩვენს ნერვიულობას მათ თაობაზე. ამ პრობლემების სერიოზული და არა ბავშვური შეფასებით, ადამიანი ცხოვრების დაფარულ დეტალებს ეცნობა და მათზე კონტროლს სწავლობს, საკუთარი ბედის მრძანებელი თუ არა, "სინოპტიკოსი" მაინც ხდება, რაც დიდ შვებას ჰგვრის ადექვატური მოლოდინის ფორმირების უნარის განვითარების ხარჯზე, ხომ ხვდებით? რაც იცი, რომ გარდაუვალია, სანერვიულო აღარაა, საბრძოლოა, ბრძოლაში კი ნერვიულობა მხოლოდ ძალას გვაცლის. სინამდვილეში, ხომ ყველანი ვხვდებით, რომ არა ცხოვრების ბედ–უკუღმართობაზე არამედ საკუთარ უსუსურობაზე ვნერვიულობთ, ჰოდა მაგის მოგვარება ვიზიოს კი ძალუძს. აი ასე. ახლა რაც შეეხება სირთულეს: ცხადია ადვილი პროცესი არ არის ადამიანის გადაპროგრამირება. ჩვენთან ითვისებს მეთოდს და მერე თვითონ შრომობს საკუთარ ტვინზე, ახალი უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე. ხანგრძლივობა: ბოლო მონაცემებით, კიდევ უფრო დაჩქარდა რეაბილიტაციის პროცესი და პრაქტიკულად, უკვე 1 თვეში ერკვევა პაციენტი თავსმოხვეული დაზაფრულობისა და შიშისგან, მეორე თვეს უფრო მეტი ყურადღებით ეკიდება მეთოდს, რომლის მიმართ ადრე ჩვეულებრივ იჭვნეულად იყო განწყობილი; ითვისებს საფუძვლებს, მე–3, მე–4 თვეს სიამოვნებას იღებს თავის გადაკეთებით და მერე უკვე თვითონ წყვეტს სპეციალისტის დახმარებით გააგრძელოს ვარჯიში თუ დამოუკიდებლად. ცხადია, ნებისმიერი რჩევისათვის მომავალშიც უპრობლემოდ შეუძლია მოგვმართოს, თუმცა მეთოდი შუქცევად შედეგს იძლევა, არავითარი მდგომარეობის ხელახალი გაუარესება მას არ მოჰყვება და ამიტომ ასეთი რჩევები საკმაოდ იშვიათია. ფასი მსოფლიოში მინიმალურია და სეანსი 10 ევრო ღირს, ამაზე ნაკლები უბრალოდ შეუძლებელია, ბოლოსდაბოლოს ადამიანი უნიკალურ ცოდნას ეფლება და იშვიათ ძალაუფლებას იძენს საკუთარ ცხოვრებაზე. TOP.GE
Comments