საიდუმლო

posted Feb 2, 2016, 8:57 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 2, 2016, 9:22 AM ]
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო სასიამოვნო ურთიერთობებია! ეს მათ მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაადგინეს; ჰარვარდში 75 წელია აკვირდებიან 750–მდე ადამიანს, უწყვეტად! ზოგი დაიხოცა, ზოგი აშენდა, ერთი ამერიკის პრეზიდენტიც კი გახდა ამასობაში. გამოვლინდა, რომ მხოლოდ ის ადამიანები აგრძელებდნენ ბედნიერად ცხოვრებას, ვინც სიყვარულით იყო გარშემორტყმული! არც ფულს, არც პოპულარობას ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრებისათვის მნიშვნელობა აქ ჰქონდა. მხოლოდ მარტოობა ღუპავდა ადამიანს. ამის საფუძველზე, გამოიტანეს დასკვნა, რომ ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი პირობა სასიამოვნო ურთიერთობებით ტკბობაა. ცხადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები იმაში, რომ მარტოობაა ადამიანის პრობლემა. თუ კარგად დავფიქრდებით, თავისთავად, არც მარტოობაა საფრთხობელა და არც ურთიერთობები საშველი, არამედ ის, რასაც აქედან ვიღებთ. თუ საკუთარ თავთან ურთიერთობას ტანჯვიდან ნეტარებად გადავაქცევთ, ისიც მაცოცხებელი ენერგიით აავსებს ჩვენს არსებობას და შემდეგ, კიდევ საკითხავი იქნება – ვინ უფროა ჩვენი მეგობარი – საკუთარი თავი თუ სხვები?! სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემადაა მოწოდებული ვიზიოთერაპია.

კვლევის ავტორის გამოსვლა


TOP.GE
Comments