სიახლეები 13 ოქტომბერი 2016 წელი

posted Oct 12, 2016, 11:14 PM by Alexander Amashukeli   [ updated Oct 13, 2016, 7:11 PM ]
დიდი ხანია არ დაგვიპოსტავს ძვირფასო მკითხველებო, და მსურს გაგიზიაროთ ამ პერიოდში მომხდარი სიახლეები: კერძოდ, მთავარი ისაა, რომ გაგვიმყარდა რწმენა ვიზიოთერაპიის კურსის კიდევ უფრო შემცირებისა და გაიაფების თაობაზე. ადრე შემჩნეული ტენდენცია, რომ პაციენტები 10–12 სეანსის შემდეგ უკვე გემოს უგებდნენ მეთოდს და მკურნალობის აუცილებლობას ვეღარ ხედავდნენ, დადასტურდა და მეტიც, უკვე 8 სეანსამდე შემცირდა. საიდუმლო მარტივია, შეიძლება ადამიანი კედელს მთელი ცხოვრება აწვებოდეს და ვერასოდეს გაანგრიოს, მაშინ როცა მე გვერდით კარზე მივუთითებ და იოლად გადის მეორე მხარეს. სულ ეს არის. ზოგჯერ დრო მკურნალი საერთოდ არ არის! 

ახლა რაც შეეხება ფასს. მეთოდის დახვეწის შედეგად, სეანსები კიდევ უფრო იოლად წარსამართი აღმოჩნდა ჩემთვის, რაც ფასის დაკლების საშუალებას მაძლევს, ამჟამად საბაზრო ფასი მხოლოდ 15 ლარია, ხოლო შეჭირვებული ოჯახებისათვის 10 ლარზეც არ ვამბობ უარს. შეგახსენებთ, თითო სეანსი სულ ცოტა 1 საათი გრძელდება. მაგრამ იმდენად დიდია ჩემს მიერ თქვენთვის მონიჭებული შვებით მიღებული სიამოვნება, რომ დაბალი ფასის გამოც კი ვერ ვიტყვი მასზე უარს.

ასეთ პირობებში მოგიწოდებთ თამამად მოგვმართოთ სამკურნალოდ და მართალია მეთოდის არაცნობადობის გამო გარკვეულ რისკზე წასვლის განცდა გექნებათ, მაგრამ... ვინც არ რისკავს, ის არც შამპანიურს მიირთმევს, ხომ გსმენიათ? :)
TOP.GE
Comments