სიკუიდილითა სიკუიდილისა დამრთგუნველი!

posted Apr 29, 2016, 6:55 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 15, 2016, 3:20 AM ]
შიშით შიშის დამარცხება – რევოლუციური მეთოდი ფსიქოთერაპიაში, რომელიც ვიზიოთერაპიის სახელითაა ცნობილი, რადგან პაცინეტი საშიშ საკითხებზე ფიქრს კი არ გაურბის, პირიქით, მათზე ფიქრობს, უპირისპირდება და საბოლოო ჯამში, იმარჯვებს! ასეთ დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა საკუთარი შიშების ვიზუალიზაციას, წარმოსახვას ენიჭება და ამიტომაც ეწოდება მეთოდს ვიზიოთრეპია. 

ტრადიციულად ყოველი თვის 4 რიცხვში გასულ პერიოდს კიდევ ერთხელ ვაჯამებთ. გასაოცარი შედეგი მოგვცა ვიდეოზარის საშუალებით დახმარების მსურველთათვის ჩვენი მხარდაჭერის გაწევამ – ერთი თვე! თვითგამორკვევისა და მომავალი ჯანმრთელობის საფუძველის ჩაყრისათვის იგი ადრე იმ პაციენტებზე ჩამოყალიბდა ნორმად, რომლებიც ვიზიტით მოდიოდნენ, მაგრამ ვიდეოზარით, უცხო ქვეყანაში მყოფი პაციენტების ასეთი წარმატებები რა თქმა უნდა გადასარევი და გასაკვირი მოვლენა არ არის, მაგრამ აღნიშვნის ღირსი კია ნამდვილად.

მსურს გითხრათ რა არის ჩვენი მეთოდის ხიბლი. ადამიანს ყოველთვის აშინებს მოსალოდნელი საფრთხეები. ამიტომ ნებისმიერი სახის უაზრო შიშისადან გასანთავისუფლებლად ჩვენ ამ მოსალოდნელ საფრთხეებს უკვე დამდგარ ფაქტად ვაქცევთ, ცხადია წარმოსახვაში. მაგრამ პაციენტი იმდენად ნათლად ხედავს საშიშ სიტუაციას, რომ ნელ–ნელა მისი შიში უნელდება, რამეთუ ფაქტია, ნებისმიერი მომხდარი ტრაგედია ნაკლებ საშიშია, ვიდრე ბუნდოვნად მოსალოდნელი მათგანი.
TOP.GE
Comments