წარმატება

posted Mar 7, 2016, 11:18 AM by Alexander Amashukeli   [ updated Mar 7, 2016, 8:09 PM ]
რა სამწუხაროა, რომ თანამდეროვე ადამიანი თავისი არსებობის 5 ათასწლეულის შემდეგაც წარმატებას ისევ ფულითა და პოპულარობით ზომავს. ასე გამოდის, რომ ქრისტე წარუმატებელი ადამიანი ყოფილა, რადგან ხალხმა მას ყაჩაღი ამჯობინა და ალბერტ აინშტაინი ღარიბი, რადგან გიგანტური ხეების მოყვარულ ივანიშვილს მასზე მეტი ფული აქვს. რა გვჭირს ასეთი საშიში, რომ ვერაფრით ვაღწევთ თავს დრომოჭმულ ღირებულებებს?! რა დასანანია, რომ მილიონობით ადამიანი ეწირება ასეთ ყალბ ცდუნებებს.

TOP.GE
Comments