უკვდავება

posted Feb 22, 2016, 6:42 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 22, 2016, 6:45 AM ]
დადგა საღამო და კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო მსურს გაგიზიაროთ. უკვდავება! ნიუ–იორკის პრესტიჟულ ინტელექტუალურ გადაცემაში მსოფლიოში აღიარებული ამ დარგის სპეციალისტები გაცხარებული მსჯელობენ საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნება თუ არა ადამიანის უკვდავება? ხვდებით ხომ? ანუ მსჯელობა იმაზე კი არ არის, შესაძლებელია თუ არა ეს ან რა გზაა ამისათვის გასავლელი, არამედ დაუშვან თუ არა კლინიკურ ცდებზე უკვე გამოგონილი ახალგაზრდობის ელქსირი! ჰო, თავიდან მეც არ მჯეროდა, მაგრამ ვუყურე და სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. რა გითხრათ, თუ გაუძლებთ, თქვენც უყურეთ, ხანგრძლივი დებატია საათი და 40 წუთი, მაგრამ ისე ორატორულად გამოდიან, სულ რომ არ გაინტერესებდეთ საგანი, მარტო კამათის კულტურის სანახავად უყურებდით. რაც შეეხება ინგლისურს, რა ვქნა, საათნახევრიან ვიდეოს ვერ გითარგმნით, მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ სიბერე უბრალოდ ავადმყოფობად განიხილება, რომელიც "ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის გვერდითი მოვლენების შედეგია, რაც საბოლოო ჯამში, გვკლავს კიდევაც". ეს წვერებიანი კაცი, კარლ მარქსს რომ ჰგავს, დიდი უღმერთო ვინმეა, გადაყოლილია ამ საქმეს და თუ ვინმეს რამე აინტერესებს მარადიულ ბედნიერ ცხოვრებაზე, მაგას ეკითხება პირველ რიგში, ობი დი გრეი ჰქვია, ისე რომ იცოდეთ. ჰო, ბედნიერებაზე გამახსენდა, უკვდავება არ არის ისეთი ცხოვრებისათვის საქართველოში რომაა, ანუ გაძლებაზე რომ ვართ და ერთი სული გვაქვს, სამოთხეში როდის დავისვენებთ, არა, აქ საუბარია, ბედნიერებაზე, რომ ის იყოს უსაზღვრო და უსასრულო. ისე, ვისაც, პრობლემები გაქვთ, ხომ გახსოვთ, შეგიძლიათ მომაკითხოთ, გაგაბედნიერებთ და შემდეგ თქვენც შეიძლება უკვდავებაზე დაფიქრდეთ. პირადად მე, წინააღმდეგი სულაც აღარ ვარ :) მათ კი, ვისაც თემა დააინტერესებს, ვურჩევ, დაგუგლოს immortality research და უამრავ საინტერესო სტატიას ნახავთ. აბა წარმატებები! სხვათა შორის, გუგლზე გამახსენდა, მისმა ორივე დამფუძნებელმა ფეიჯმა და ბრინმა სწორედ იმიტომ მიატოვა გუგლი, რომ უკვდავების თემაზე ემუშავათ კალიკოში. მოკლედ ასე რა :)

დებატები უკვდავების მორალურ მხარეზე

TOP.GE
Comments