საადვოკატო

სანდრო ამაშუკელის საადვოკატო ბიურო უკვე მრავალი წელია წარმატებით და ერთგულად ემსახურება თავის კლიენტებს დავების წარმატებით და შეძლებისდაგვარად, მშვიდობიანად დასრულებაში. შემოუერთდით ჩვენი მაღალკვალიფიციური, სანდო და ხარისხიანი მომსახურებით კმაყოფილი კლიენტების დიდ არმიას თქვენც დღესვე და ანდეთ დავის მოგავრება პროფესიონალებს. ჩვენ ხომ განსაკუთრებული გამოცდილება გაგვაჩნია კომპეტენციის შემდეგ სფეროებში:პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული დავები, მაგ. პირგასამტეხლო/ჯარიმის მინიმუმამდე დაყვანა, ასევე, ვალის ამოღება, ყადაღა, აღსრულება, იპოთეკა, გირავნობა, ქირავნობა, ჩუქება; საოჯახო დავები: განქორწინება, ქონების გაყოფა განქორწინებისას ან 3 წლის განმავლობაში, ბავშვის მიკუთვება, საზღვარგარეთ გაყვანა, ალიმენტი, თანაზიარი საკუთრების გაყოფა რეალიზაციით ან გამიჯვნით, ოჯახური ძალადობა; შრომითი დავები, სამსახურში აღდგენა და განაცდური; ნებართვაზე უარის გასაჩივრება, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა, განცხადებები, ხელშეკრულებების მომზადება/ექსპერტიზა, მემკვიდრეობა, "ატსტუპნიკების" კანონით ბინის საკუთრებაში გადაცემა, "აღიარება", "პრივატიზება", მშენებლობა", დავები თელასთან, ყაზტრანსგაზთან, სიტი პარკთან, თბილსერვისსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, სამეწარმეო და საგადასახადო დავები. ყველა ამ სფეროში ჩვენი კლიენტებისათვის უკვე მოგებული საქმეები პირდაპირ ამ გვერდზე იხილეთ ან დაგვიკავშირდით ბიუროს ცხელ ხაზზე 5 7171 3434 – სატელეფონო კონსულტაცია უფასოა! 

გაჩუქება აღარ იცავს

posted Aug 29, 2017, 11:07 AM by Alexander Amashukeli   [ updated Aug 29, 2017, 11:08 AM ]

TOP.GE

თაღლითობა

posted Jun 11, 2017, 11:36 AM by Alexander Amashukeli   [ updated Jun 11, 2017, 11:44 AM ]

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოში თაღლითობას ლამის ყოველდღიურად ვაწყდებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უზენაესი სასამართლოს ამ განმარტების გამო თითქმის შეუძლებელია; საგამოძიებო ორგანოები, როგორც წესი, მოკლე პასუხით შემოიფარგლებიან ხოლმე, რომ ადგილი დანაშაულს კი არა, არამედ ქონებრივ დავას აქვს და ის სამოქალაქო სამართლის წესით უნდა იქნეს განხილული სასამართლოში. თუმცა, საფუძვლიანი დასაბუთების მეშვეობით, ჩვენ ეს შევძელით:
TOP.GE

ბაჟის გადავადება

posted Jun 6, 2017, 3:27 AM by Alexander Amashukeli   [ updated Jun 6, 2017, 3:27 AM ]

3000 ლარის ოდენობით წინასწარ გადასახდელი ბაჟის გადავადება:
TOP.GE

შვილთან ურთიერთობა

posted May 17, 2017, 6:57 AM by Alexander Amashukeli   [ updated May 17, 2017, 6:58 AM ]

შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, სანამ სასამართლო მიმდინარეობს:
TOP.GE

ქონების გაყოფა განქორწინების შემდეგ

posted Apr 25, 2017, 7:44 AM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 25, 2017, 7:54 AM ]

მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედისათვის მოგებული 80 000 ლარი ქონების გაყოფის, ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების გაზიარების სახით:
TOP.GE

მორიგება

posted Apr 7, 2017, 1:50 PM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 7, 2017, 1:52 PM ]

აი მორიგების მაგალითიც: დროც დავზოგეთ, ნერვებიც და გადახდილ ბაჟის დაბრუნების უფლებაც მოვიპოვეთ, მორიგება კარგია.
TOP.GE

ავტობუსის ბილეთი

posted Jan 10, 2017, 9:37 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 17, 2017, 6:28 AM ]

სქულქარდების გავრცელების ფორმა ძალიან ჰგავს მონოპოლიურს, რადგან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები პირდაპირ ნადირობენ 16–დან 18–წლამდე ახალგაზრდებზე მათი დაჯარიმების მიზნით. თქვენს მონა–მორჩილს მოუწია აღნიშნული საკითხის გამორკვევა და აღმოჩნდა, რომ საფუძველი, რომელსაც სამსახური ახალგაზრდების დასაჯარიმებლად იყენებს ძალიან ფუყეა. კერძოდ, ალბათ იმისათვის, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებელის სტატუსს საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი ახალგაზრდობიდანვე შეეჩვიოს, მოზარდებს აჯარიმებენ მეგობრის სქულქარდის გამოყენებისათვის; ანუ, სქულქარდით უფასო ბილეთი მაინცდამაინც მისმა მესაკუთრემ უნდა აიღოს და სხვისთვის მისი გადაცემა, თუნდაც ამ სხვასაც უფასო ბილეთი ეკუთვნოდეს, ჯარიმდება.

ჯერ ერთი, გაურკვეველია ვინ აკრძალა საქართველოში მეგობრისთვის ბილეთის შეძენა, მაგრამ ესეც რომ იქით იყოს, გთხოვთ, დააკვირდეთ თვითონ დაჯარიმების საფუძველს; აღმოჩნდა, რომ მონიტორინგის სამსახური ეყრდნობა სხვას არაფერს, თუ არა ამ მუხლს მერიის ერთ–ერთ იერარქიულად უმნიშვნელო დადგენილებაში: შეღავათიანი "კატეგორიის მოქალაქის კუთვნილი ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას". მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები განგებ ჩქმალავენ ამ მუხლში სიტყვა "არაუფლებამოსილის" მნიშვნელობას. კერძოდ, თუ უფასო ბილეთის ქარდით ზრდასრულმა ისარგებლა, ცხადია, ეს კანონის დარღვევა იქნებოდა, მაგრამ რა ფუჭდება, როდესაც ასეთი ქარდით ერთი უფლებამოსილი ახალგაზრდის მაგივრად მეორე სარგებლობს? ამის ახსნას ვერაფერით მივაღწიე მათ იურისტებთან სამართალწარმოებისას. რადგან ასეა, გამოდის, რომ ამაზე პასუხი არც აქვთ და შესაბამისად, ახალგაზრდებსაც პრაქტიკულად უსაფუძვლოდ გვიჯარიმებენ, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისათვის რომ უკლებლივ ყველა მოზარდს ჯიბეში ჰქონდეს საქართველოს ბანკის უფასო რეკლამა სქულქარდის სახით და ცხადია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც შეავსონ!
TOP.GE

ხელშეკრულება

posted Jan 8, 2017, 3:02 AM by Alexander Amashukeli   [ updated Mar 29, 2017, 1:35 PM ]

საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების დამატებითი, სტანდარტული პირობები, რომლებიც თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

1. ადვოკატის ვალდებულებები
1.1. ადვოკატი კლიენტის ინტერესების შესაბამისად ასრულებს წარმომადგენლობით მომსახურებას, რომელიც, გარდა უშუალოდ სასამართლოში წარმომადგენლობისა, მოიცავს:
1.1.1. ზეპირი კონსულტირება საქმესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე ადვოკატის ადგილსამყოფელის მიხედვით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით.
1.1.2. წერილობითი საბუთების შედგენა ან მოპოვება იმ საკითხებზე, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო.
1.1.3. მონაწილეობა საქმესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და კლიენტის წარმოდგენა სახელმწიფო უწყებებში.
1.1.4. სხვა სახის წარმომადგენლობა, რაც უშულოდ აუცილებელია კლიენტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
1.1.5. სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტაში მონაწილეობა.
1.2 ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ისინი უხეშად არ ლახავს მის პირად, პროფესიულ თუ ფინანსურ ინტერესებს. 
1.3 ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისირად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.

2. კლიენტის ვალდებულებები
2.1. კლიენტი უნაზღაურებს ადვოკატს გაწეულ სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და ვადებში.
2.2. კლიენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ბოროტად, არამიზნობრივად არ ისარგებლოს ადვოკატის პროფესიული მომსახურებით თუ დროით, დაიცვას კორექტულობა ურთიერთობის დროს.
2.3. კლიენტი ვალდებულია მიაწოდოს ადვოკატს (მისი მოთხოვნით) აუცილებელ ცნობები, რომლებიც შეეხება კლიენტის წარმომადგელნობის არსს.
2.4. კლიენტი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს ადვოკატი საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციით.
2.5. კლიენტი ვალდებულია თავისი ყველა სამართლებრივი თუ სხვა მოთხოვნა შეუსაბამოს კანონმდებლობას და თავი შეიკავოს არასამართლებრივი სახის მოთხოვნების ადვოკატისთვის წაყენებისგან.
2.6. კლიენტი ვალდებულია დავის განმხილველ ორგანოში საქმის წარმოებისას და მესამე პირებთან ურთიერთობაში იმოქმედოს მხოლოდ შემსრულებელთან წინასწარ შეთანხმებით, რათა საფრთხე არ შეექმნას სასარჩელო მოთხვნის დაკმაყოფილებას. ამისთვის, კლიენტი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რაც წინასწარ არ არის შეთანხმებული შემსრულებელთან.
2.7. კლიენტი ვალდებულია  სხვა წარმომადგენლის აყვანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ადვოკატს, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქმის ან მომსახურების შედეგებზე.
2.8. კლიენტი ვალდებულია წინასწარ აუნაზღაუროს წარმოამდგენელს საქმესთან დაკავშირებული შეთანხმებული ხარჯები.

3. ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და წესი
3.1. კლიენტი ინფორმირებულია, რომ შესაძლოა სასამართლომ მას აუნაზღაუროს საქმეზე გაწეული ხარჯები, ისევე როგორც დააკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას და რა ოდენობით დააკისრებს ხარჯების ანაზღაურებას.
3.2. ადვოკატის მომსახურების ღირებულება შეიძლება გადაისინჯოს მხარეთა შეთანხმებით და შესაბამისი ცვლილების სახით აისახოს წინამდებარე ხელშეკრულებაში.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. ადვოკატი იღებს მომსახურების კეთილსინდისიერად და კვალიფიკაციის ფარგლებში მაქსიმალურად კომპეტენტურად გაწევის ვალდებულებას. ამასთან, ადვოკატი ვერანაირ გარანტიას ვერ აძლევს კლიენტს საქმის მის სასარგებლოდ დასრულების თაობაზე.
4.2. ადვოკატის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებებია:
4.2.1 კლიენტის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დროულად არ გადახდა;
4.2.2 კლიენტის მიერ ადვოკატის მიერ მიცემული კონსულტაციის უგულებელყოფა;
4.2.3 კლიენტის ბრალით გამოწვეული დარღვევები, მათ შორის ისინი, რომელიც რომელიც უბიძგებს ადვოკატს გამოიყენოს საადვოკატო მომსახურების შეჩერების უფლება.
4.2.4 სხვა გარემოებები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია ადვოკატის მიერ.
4.3. ადვოკატის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის  და ის არ ავალდებულებს მას წარმოადგინოს კლიენტი სხვა, თუნდაც განსახილველ საქმესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
4.4. ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ვადის გადაცილებისთვის კლიენტს ეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება ადვოკატისთვის, რომელიც მან განიცადა კლიენტის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით.

5. საქმეზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
5.1. ორივე ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიაწოდოს ერთმანეთს ზუსტი ინფორმაცია საქმის თაობაზე მოთხოვნის ან აუცილებლობის შემთხვევაში.
5.2. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე თუ ინფორმაციის არ მიწოდებამ უარყოფითად იმოქმედა საქმის საბოლოო შედეგზე.

6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

6.1. ადვოკატს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტის 2 კვირით ადრე გაფრთხილებით. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს ადვოკატს იმ საქმეების გადაბარების ვალდებულებისგან, რომლების შეუსრულებლობაც ზიანს მოუტანს კლიენტს.
6.2. ადვოკატი, საადვოკატო მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ატყობინებს კლიენტს ამის შესახებ; იმავე წერილში უნდა აისახოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მომსახურება აღდგება. 
6.3. ორივე მხარეს აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარის მიერ თავისი ვალდებულებების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შეტყობინება უნდა იყოს დადასტურებადი, ხოლო საფუძველი დასაბუთებული. 

7. კონფიდენციალურობა
7.1. ორივე მხარე თანახმაა არ გაამჟღავნოს ურთიერთთანამშრომლობისას გაცვლილი ინფორმაცია მესამე პირებზე, თუ ამის აუცილებლობაა არ არის განსახილველი საქმის მიზნებისთვის.

8. დავათა განხილვა
8.1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის 709–723 მუხლების მიხედვით, რომლებიც დავალების ხელშეკრულებას ეხება.

9. სხვა პირობები
9.1. ხელშეკრულების ტექსტი მთლიანად შეესაბამება მხარეების თავისუფალ ნებას.
9.2. ადვოკატს უფლება აქვს, კლიენტთან დადასტურებადი შეთანხმებით, თავისი მოვალეობების ნაწილი გადაანდოს შესასრულებლად სხვა პირს (მათ შორის, თანაშემწეს), რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების გაწევის პირობებს.
9.3. თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს არ გამოიწვევს მისი სხვა დებულებების ბათილობას.
9.4. ამ ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ ერთნაირი იურიდიული ძალა. თითოეულ მხარეს აქვს შესაბამისად ხელშეკრულების ტექსტის ორი ეგზემპლარი.

TOP.GE

მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა

posted Dec 26, 2016, 1:52 PM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 26, 2016, 1:55 PM ]

უსაბუთო ბინების მფლობელებისათვის ზოგჯერ ყველაფერი მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენით იწყება, რისთვისაც სასამართლო იმართება. სწორედ ამგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების ნიმუშია ზემოთ მოყვანილი. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მამკვიდრებელი ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1941 წელსაა გარდაცვლილი და მარეგისტრირებელი ორგანო, იქნება ეს ნოტარიუსი თუ მოსამართლე უფრო დიდი სიფრთხილითა და ეჭვით ეკიდება გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ სათანადო საბუთების წარდგენის შემთხვევაში, ყველაფერი საბოლოოდ წარმატებით გვირგვინდება. თქვენც წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად!

TOP.GE

#დედოლარიზაცია

posted Dec 22, 2016, 1:34 AM by Alexander Amashukeli   [ updated Jan 15, 2017, 7:58 AM ]

1-10 of 24