საკასო

posted Mar 17, 2016, 8:12 PM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:30 PM ]
გარდა წმინდა საადვოკატო მომსახურებისა, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ საერთაშორისო საკონტრაქტო და ბიზნეს მოლაპარაკებებში მხარდაჭერას. აი მაგალითად, დღეს, 17 მარტს, დასრულდა საქართველოში ახალი ტიპის საკასო–სალარო აპარატის იმპორტის ნებართვის მოსაპოვებლად 3 წლიანი საგა. შემოსავლების სამსახურმა რეგისტრაციაში გაატარა მოწყობილობა, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელშეწყობით მონოპოლია მოპოვებულ მდარე ხარისხის ძველი თაობის სალაროებს. ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა, როცა სახელმწიფო იმ მოწყობილობის იმპორტზე გაძლევს ნებართვას, რომლითაც საკუთარი შემოსავლების 90% (!) აღრიცხავს, მაგრამ პროფესიონალური მიდგომით ჩვენ ეს შევძელით. შევძლებთ მომავალშიც, აუცილებლად, ამიტომ უყოყმანოდ მოგვმართეთ!

TOP.GE
Comments