სიტი პარკი

posted Jul 12, 2016, 9:32 AM by Alexander Amashukeli   [ updated Jul 12, 2016, 10:46 AM ]
აღსრულდა! მრავალთვიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მოხდა სასწაული და სიტი პარკს სასამართლო პროცესი მოვუგეთ! გიხაროდენ! ეს ხუმრობანარევი განცხადება გამოწვეულია იმ სიხარულით, რაც აღნიშნული, რეალური პროცესის მოგებამ მოგვანიჭა მე და ჩემს კლიენტს. სასამართლომ, კერძოდ კი ნინო ყანჩაველმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა სრულიად უკანონოდ გამოწერილი, ექვსი 150 ლარიანი საურავის გაუქმების მოთხოვნით, ხოლო 10 ლარიანი ჯარიმების საჩივრის განხილვის პროცესი მერიაში დააბრუნა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტიურად, საამაყო მოსამართლე იმ სისტემურ თაღლითობას დაუპირისპირდა, რაც ასე გაბატონებულია ჩვენს დედაქალაქში. ბრავო! ასე რომ, კიდევ არსებობს მოსამართლეობრივი გამბედაობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამიტომ, ყველა იმედგადაწურულ თანამოქალაქეს მოგიწოდებთ აღიდგინოთ იმედი თქვენი დარღვეული უფლების დაცვისთვის და აქტიურად დადგეთ მის სადარაჯოზე!


TOP.GE
Comments