უწინდელი პოსტები

posted Dec 18, 2015, 8:56 PM by Alexander Amashukeli   [ updated Jan 25, 2016, 12:06 PM ]

26 ნოემბერი 2015 წელი.

საქართველოში ამოქმედდა ახალი ინსტიტუტი "მხარდაჭერა ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის". მის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ლინკზე დაწკაპუნებით. აქ კი იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია, როგორც ფსიქო–იურიდიულ სერვისის მომწოდებელი, არ გამორიცხავს ამ ინსტიტუტის ოჯახური დავების, სამიდღემჩიო რჩენის, მემკვიდრეობის და მსგავსი დავების დროს გამოყენებას, რათა ისინი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს მოგვარებული და მხარეებს მომავლის პერსპქტივა გაუჩნდეთ. მაგალითად, თუ ოჯახში მოძალადეა, მხოლოდ მისი დასჯა რა შედეგის მომტანია, თუ რეაბილიტაციის კურსი არ გაიარა? თუმცა დავების გადაჭრისადმი ფსიქოლოგიური მიდგომის კომბინაცია იურიდიულთან არანაკლებ გამოსადეგია ქონებრივ, ბიზნეს და სხვა სახის დაპირისპირების შემთხვევაშიც. ასე რომ მოგვმართეთ და ჩვენი კრეატიული მიდგომით დაზოგავთ ფულს, ენერგიას და ბევრ, ბევრ ნერვებს.

უზენაესი სასამართლოს ბრწყინვალე, პრეცენდენტული ძალის მქონე გადაწყვეტილება ჩვენს საქმზე: პატრულის მიერ დაკისრებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების გასაჩივრების უფლების მიღება. 18 ნოემბერი 2015 წელი.

16 ნოემბერი 2015 წელი:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ უფრო მიუღებელი ფორმით გაუმაგრა ზურგი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა: მოუსმინე სრულ სხდომის ოქმს და იხილე ვითომ დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება აქ დაწკაპუნებით.

TOP.GE
Comments