ვერეს მაღლობი

XXI საუკუნეში სუფთა ჰაერი ნამდვილ პრობლემად გადაიქცა. სანატრელია ის დრო, როცა სიამოვნებით გამოვაღებთ საკუთარი ბინის ფანჯარას ან გავალთ აივანზე, ღრმად შევისუნთქავთ ჟანგბადს და დავტკბებით ლამაზი ხედით! შევეცადეთ გადაგვეწყვიტა ჩვენი ეპოქის ეს გამოწვევა და თან ისე, რომ შეგვეთავსებინა კომფორტული ცხოვრების სხვა ატრიბუტები – ყველა საქალაქო სერვისის თუ გართობის ხელმისაწვდომობა, უსაცობო კომუნიკაცია და პარკინგი. ამიტომ ავირჩიეთ ვერეს ხეობის მაღლობი ადგილი ვაკისა და საბურთალოს შემაერთებელი გვირაბის სიახლოვეს.  უბანი, რომელშიც ცხოვრებაზე არავინ იტყოდა უარს მისი მიმზიდველი ადგილმდებარეობისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის გამო. ხეობის აეროვენტილაცია უზრუნველყოფილია წყნეთისა და კიკეთის მაღლობი ადგილებიდან ჩამონაბერი ქარით, რომელიც უწყვეტად ამარაგებს მაღლივ შენობებს ჟანგბადის ახალი პარტიით; რეკრეაცია – ვაკის და მზიურის ახლომდებარე პარკები, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ტენისის თანამედროვე კორტები, საერთო ჯამში, 3500 კვ.მ რეკრეაციული ზონა და სათამაშო მოედნები. ხელმისაწვდომობა – ვერეს ხეობაში გაყვანილი ახალი ტრასა, საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბი და ყველა ის სერვისი, რომელიც ვაკის ყოფილი მე–9 საავადმყოფოს სიახლოვეს თუ საბურთალოზეა განთავსებული!

ამ ყველაფერს ერთად – სუფთა ჰაერი, ლამაზი ხედი, ადვილად მისადგომი ადგილი და შეუზღუდავი პარკინგი გთავაზობთ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც ორი ულტრათანამედროვე კორპუსისაგან შედგება. უკვე დასრულებულ შენობაში იყიდება ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება მრავალსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. შიდა მოსაპირკეთებლი სამუშაოები სრულდება წლის ბოლოს, რათა მყიდველს ჩაბარდეს თეთრი კარკასის მდგომარეობით, თანხის დამატების შემთხვევაში, დიზაინის მიხედვით შესრულდება რემონტი. ჩვენ ღია ვართ პირობებზე მოლაპარაკებისა და თქვენი სურვილების მაქსიმალურად გასათვალისწინებლად. ამჟამად, გაყიდვაშია სხვადასხვა სართულზე განლაგებული, კვადრატულობის და ფასის ბინები. ასარჩევად იხილეთ ქვემოთ განთავსებული ბმულები:
TOP.GE