სარეკლამო

საკუთარ გამოცდილებას მცირე ბიუჯეტით მომხმარებლამდე ხმის მიწვდენის სფეროში ვუზიარებ ჩემს კლიენტებს, რათა შეძლონ ყველა იმ უპირატესობის გამოყენება, რასაც ინტერნეტი გვთავაზობს. ამიტომ ინტერნეტ მარკეტინგი, რეკლამა გუგლის საძიებო სისტემასა და ფეისბუქში ჩვენი მომსახურების შემადგენელ ნაწილად იქცა 2015 წლიდან. მოგვმართეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობა 
თქვენს შესახებ მსოფლიოს ტიტანური სარეკლამო დანახარჯების გარეშე ამცნოთ. როგორც ყოველთვის, მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან მოყვანილია ქვემოთ.
TOP.GE

უძრავი ქონება

posted Jan 24, 2017, 6:58 AM by Alexander Amashukeli   [ updated Jan 25, 2017, 7:57 AM ]

ინტერნეტში რეკლამის ჩვენს მიერ შექმნილი კიდევ ერთი ნიმუში. აპიარებს ინფორმაციას ბინების გაყიდვის თაობაზე და ვრცელდება ფეისბუქის საშუალებით. ამ კონკრეტულმა რგოლმა მხოლოდ 2 დღეში მიაღწია ჩვენების რაოდენობას 5000, უყურა 325-მა და ყველა მათგანი დაინტერესდა იმდენად, რომ რგოლის ბოლოს დაკლიკა ლინკზე "გაიგე მეტი" და ჩვენს ვებ–გვერდს ესტუმრა. ახლა კი გაგიმხელთ რეკლამის საერთო ბიუჯეტს: 2 დოლარი! რეკლამის შეკვეთა ინტერნეტში ჩვენთან არის იაფი, ხარისხიანი და მომგებიანი. ამიტომ, შეუკვეთე ახლა! 5 7171 3434
TOP.GE

სალარო აპარატი

posted Dec 4, 2016, 4:34 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 4, 2016, 4:35 AM ]

ჩვენი კომპანია ეხმარება ბიზნესს პროდუქციის რეალიზაციაში ინტერნეტში სარეკლამო შინაარსის მასალების გავრცელებით. მაგალითად, ჩვენი ერთ–ერთი კლიენტია კომპანია ინტერმოდული, რომელიც უახლესი მოდელის სალარო–საკასო აპარატების იმპორტითაა დაკავებული. აღნიშნული კომპანიის ამ პროდუქტის მარკეტინგითა და სეილით სწორედ ჩვენ ვართ დაკავებული. 

TOP.GE

სამკურნალო

posted Feb 15, 2016, 5:48 AM by Alexander Amashukeli   [ updated Mar 18, 2016, 9:54 AM ]

ეს ფეისბუქზე რეკლამის მაგალითია. ვიდეო ზარის საშუალებით ფსიქოლოგიური კონსულტაციის შესახებ ამ განცხადების მიზანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ასეთი სერვისის არსებობის თაობაზე. ამიტომ რეკლამის საფასურს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხდიდით, როცა ამერიკელი მომხმარებელი დაკლიკავდა შეთავაზებაზე.
TOP.GE

საჩრდილობელი

posted Feb 5, 2016, 5:01 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 4, 2016, 4:42 AM ]

ტენტების რეკლამაც ზაფხულში განვათავსეთ და დამკვეთი კმაყოფილი დარჩა.

TOP.GE

სასტუმრო

posted Feb 5, 2016, 4:56 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 4, 2016, 4:43 AM ]

აღნიშნული რეკლამა ახალგაზრდული ოლიმპიადის პერიოდში განვათავსეთ, რაც კარგად გააზრებული დროა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

TOP.GE

1-5 of 5