სანდროს.ნეთ

ვებ–პორტალი sandros.net ოფიციალურად 2015 წლის 26 მაისს დაფუძნდა, თუმცა ამას წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, რომელიც მთლიანად მომსახურების ხარისხის დახვეწას მოხმარდა. ჩვენი მიზანი იყო ბაზარზე შემოსვლის შემდეგ მისი ხარისხი უნაკლო ყოფილიყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს თვითკმაყოფილებით ტკბობას; ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბიზნესი პროცესია და ის მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ამიტომ დღესაც ისევე დაუღალავად ვშრომობთ, როგორც უწინ, რათა ჩვენი კლიენტი ყოველთვის ამაყი იყო თავისი გადაწყვეტილების მართებულობით, რომ სწორედ ჩვენ მოგვმართა. ამდენად ჩვენი წარმატების საზომი მხოლოდ თქვენი კმაყოფილებაა, რაზეც ერთგულად ვზრუნავთ!

კომპანიის სტრუქტურაც ერთგვარი სიახლეა ქართულ ბაზარზე; კერძოდ, ამ ეტაპზე იგი მიეკუთვნება ე.წ. ვებ–გვერდზე დაფუძნებულ კომპანიათა რიცხვს, რაც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველ კონკრეტულ კლიენტს ინდივიდუალურ მომსახურებას უწევს; ამდენად, ეს არის მაღალი ხარისხის მომსახურების ქსელი, რომელიც სწორედ თქვენს წინაშე არსებულ ვებ–გვერდზე იყრის თავს და ერთიანდება საერთო მიზნის გაერთიანებული ძალებით მისაღწევად. ტრადიციული მიდგომა ორგანიზაციისადმი, როდესაც ყველა თანამშრომელი ერთ დიდ შენობაშია განთავსებული და ნორმირებული სამუშაო დროით მუშაობს ჩვენთან გადახედილია, რათა მეტი კომფორტი, თავისუფლება და მოქნილობა მივანიჭოთ არა მხოლოდ ჩვენს კლიენტებს, არამედ ჩვენს თანამშრომლებსაც მომსახურების მაღალი ხარისხის კიდევ უფრო დახვეწილად მისაღწევად. ამდენად, არა მხოლოდ ჩვენი სერვისის დონით დარჩებით კმაყოფილი არამედ საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულებითაც, რაც კიდევ უფრო გაგიმყარებთ სანდოობისა და შედეგად, სწორი გადაწყვეტილების მიღების განცდას. ეს ხომ ესოდენ მნიშვნელოვანია ნაწილობრივ ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისას!
TOP.GE
Comments