ამნისტია

ჯარიმების ნანატრი ამნისტია 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ სამშენებლო და ნებისმიერი სხვა სამართალდარღვევის თაობაზე! ეხება სოციალურად დაუცველთ, პენსიონერებს, ბავშვებს, შშმპ-ებს, დევნილებს, მარტოხელა მშობლებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს. უკვე ძალაშია და თუ გეხებათ, გეკუთვნით წარმოების ან აღსრულების შეწყვეტა. მოითხოვეთ, თუ ჯერ არ მოგსვლიათ შეტყობინება. გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, ადვოკატებს. უგულებელყოფის შემთხვევაში, მოგვმართეთ!