covid19

საგანგებო მდგომარეობა ბევრი დავის მიზეზია, შრომითი, საიჯარო, ადმინისტრაციული ანუ ჯარიმებთან დაკავშირებული, ოჯახში ძალადობამაც კი იმატა. ამ დროს, ბევრს მიაჩნია, რომ სამოქალაქო დავები თავისით მოგვარდება, ჯარიმებს საარჩევნოდ აპატიებენ და პოლიციას ოჯახში ძალადობისთვის არ სცალია. ანუ ყველა საბაბს ნახულობს, რომ მისი ჩარევა ზედმეტია. სინამდვილეში, ფორს მაჟორულ სიტუაციას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვას სავალდებულოა, ისევე როგორც გასაჩივრების და ხანდაზმულობის ვადების. ფორს მაჟორი აჩერებს ურთიერთობებს და არა ვადების დინებას. სასამართლო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და რთული იქნება თავის მართლება დაგვიანებისთვის საგანგებო მდგომარეობაზე მითითებით. გადაუდებელი სხდომებიც კი ტარდება სასამართლოში ვიდეო კონფერენციით, მაგ. შემაკავებელ ორდერზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დოკუმენტბრუნვაზე; ის ადრინდელზე უკეთესადაც კი ხორციელდება ონლაინ რეჟიმში. ამიტომ, ვისაც სადაო გაქვთ და თავს იკავებთ სხვადასხვა მიზეზით, იცოდეთ, რომ ცდებით და შეიძლება მერე გვიანაც იყოს. დაუყოვნებლივ მოგვმართეთ ან გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ და არ იციან, როგორ მოიქცენ. მაგ. 3000 ლარიანი ჯარიმების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 10 დღეა და მერე აღარავინ ჩათვლის საპატიოდ მის გაშვებას მხოლოდ იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობა იყო. მუშაობს ფოსტა და მუშაობს სასამართლოსთვის მიმართვის ონლაინ პროგრამა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება ჩვენ, ადვოკატებს. ნუ გაირთულებთ საქმეს, პირიქით, თავისუფალი დროით ისარგებლეთ და იმოქმედეთ გადაუდებლად!

ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სეანსებს ონლაინ, ვიდეო ზარის მეშვეობით. სახლში ჯდომა კიდევ უფრო მეტი მიზეზია ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო და არა პირიქით, თავი შეიკავო. სწორედ სახლში ჯდომის დროს მატულობს დეპრესია ან აგრესია, ძალადობა ოჯახში, ფიქრებთან მარტო დარჩენის საშიშროება. ჩვენ კი სწორედ ფიქრებთან გამკლავებაში, დეპრესიიდან გამოყვანაში, აგრესიის შემცირებაში, ურთიერთობების დალაგებაში და ქცევის კორექციაში გეხმარებით. ამიტომ დაუყოვნებლივ მოგვმართეთ, სახლში დარჩენა შემაწუხებელ ფიქრებში ჩარჩენის მიზეზი სულაც არ არის!