ზაფხული

ზაფხული ნანატრი შვებულების, არდადაგების, დასვენების და გართობის დროა! ბუნებრივად, უკეთესობისკენ ცვლილებას გიბიძგებს. დაგეხმარებით, პირველ რიგში, საკუთარი შეხედულებების ცვლილების ხარჯზე. უნდა გადადგა პირველი მტკივნეული ნაბიჯი, გამოხვიდე ცხოვრების ატანის, გაძლების ზონიდან, რათა დასვენება შესძლო, შემდეგ კი, ცხოვრების ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი, ხალისიც დაიბრუნო. დღეს ეს შესაძლებელია. აუტანელი სიცხე მხოლოდ ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუარესებას. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მართოთ თავი, რომ ენერგია სწორად წარმართოთ და დატკბეთ ზაფხულით, შვებულებით და გართობით. ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს გადაუჭრელად გეჩვენება, მხოლოდ შენს შეხედულებაშია ასეთი, უმრავლესობა რეალურ საფუძველს მოკლებულია და ჩვენ განახებთ, როგორ იოლადაა შესაძლებელი მათი გაფანტვა. როდესაც ადამიანი ამ განწყობით უყურებს ყველაფერს, ბევრჯერ თვითონ ხდება იმ პრობლემების მიზეზი, რომლებსაც აწყდება, ანუ თვითონ ქმნის მათ. რთულია ჩვენი სიტყვების დაჯერება, როდესაც ზუსტად არ იცი, რა ძალა გააჩნია ფსიქოლოგიას და რამდენად კარგად შეუძლია საკუთარ ფსიქიკას ადამიანის შეცდომაში შეყვანა. გადადე გვერდზე ყველაფერი, ჯერ საკუთარი განწყობა მოიწესრიგე და შემდეგ იზრუნე ყველაფერ დანარჩენზე, ვინაიდან ხშირად ყველაფერი არაფერია ჩვენს გარეშე და ზოგჯერ არაფერიც ყველაფერია ჩვენთან ერთად. ზოგჯერ ადამიანს ყველაფერი აქვს, რომ კარგად იყოს და თავს ცუდად გრძნობს. ამას უფრო მტკივნეულად განიცდის, ვიდრე ნამდვილ გაჭირვებას ან განსაცდელს. ურჩევნია ათასი პრობლემა ჰქონდეს, ოღონდ უპრობლემოდ არ იყოს და თავს ცუდად გრძნობდეს. ზაფხული კი სწორედ ასეთი დროა. დახვდით მზად!