რატომ არის სეანსები ასეთი სასიამოვნო

ჩვენი ვცდილობთ და კარგადაც გამოგვდის, რომ ჩვენს კლიენტს პირველ რიგში ინტერესი გავუღვივოთ, რომ მისთვის სეანსები და საშინაო დავალებები იყოს სასიამოვნო გასაკეთებელი, ვინაიდან სრულად ვიზიარებთ აინშტაინის მოსაზრებას, რომ ადამიანი გაცილებით უკეთ სწავლობს, თუ ეს მისთვის სიამოვნების საგანია და არა ვალდებულების. საიდუმლო იმაშია, რომ შიშები ჩვენს კლიენტს მალევე ეხსნება და შემდეგ მისი მოტივაცია არ არის იძულება სეანსების გასაგრძელებლად, არამედ სურვილი დაეუფლოს ახალ საგანს, გამოიმუშავოს ახალი უნარი საკუთარ თავთან პრობლემების განხილვის, ანალიზის, რათა შემდეგ დიდი წარმატებას მიაღწიოს ამის ხარჯზე პირად ცხოვრებაში თუ საქმიან ასპარეზზე. ჩვენი თავი ხომ ჩვენი მუდმივი მეგზურია და თუ მასთან ურთიერთობა გვაქვს არეული ეს ყველაფერზე აისახება, ნევროზი ამის მხოლოდ მწვერვალია, ქვედა დინებები კი სავსეა ქვებით.