გენ. გეგმით დაზარალება

ზაფხული მშენებლობის დროა, მაგრამ 2019 წელს ბევრს მოცდა მოუწევს, ვინაიდან მარტში საკრებულომ გენ. გეგმა დაამტკიცა და ბევრი რიგითი თბილისელის მდგომარეობა, ამ მხრივ, გაუარესდა თუ საერთოდ, მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების ფაქტობრივი გაუქმება არ გამოიწვია. 2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენ.გეგმით ბევრი თბილისელის უფლება დაირღვა: ზოგის ნაკვეთზე მშენებლობა გამოირიცხა, სხვისი - ბიზნესისთვის გამოუსადეგარი გახდა ან სულაც საკუთრების უფლების ფაქტიური გაუქმება გამოიწვია. მერია წალეკა მოქალაქეთა საჩივრებმა, გამოსავალი კი არ ჩანდა, მაგრამ ამ თემამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და უკვე იგეგმება გენ.გეგმით დაზარალებულთა კავშირის შექმნა დარღვეული უფლებების ერთობლივი ძალებით დასაცავად. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 571713434 და შემოგვიერთდით. 💪😤👊

30 000-მდე მოქალაქე თბილისის მერიიდან პასუხს ელოდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის ახალმა გენერალურმა გეგმამ სტატუსი შეუცვალა. შესაბამისად, მიწების მფლობელებს საკუთარ ტერიტორიებზე მშენებლობის უფლება შეეზღუდათ ან საერთოდ აღარ აქვთ. იგულისხმება ლისის ტბის, დიღმის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული მიწის ნაკვეთები. მათი მფლობელები მერიიდან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან და პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნაწილი არც აქციების დაწყებას გამორიცხავს. იხილეთ პირველი არხის 23 მაისის სიუჟეტი ამ თემაზე:

ირკვევა, რომ 2 000 000 ლარი მერიამ უკვე გადაუხადა კომპანიას, რომელსაც პროექტი გენ.გეგმის გამო შეუჩერა. საკრებულოში უკვე საგანგებო სამსახურის შექმნის თაობაზე მსჯელობენ, რომ საჩივრები დააკმაყოფილონ. მოგვმართეთ, რათა წინა ადგილები დაიკავოთ იმ მოქალაქეთა რიგში, ვინც თავისი საკუთრების უფლების დაცვას ეცდება.

ვიდეოში წაკითხული დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: