ხელშეკრულება

Post date: Jan 8, 2017 11:02:13 AM

საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების დამატებითი, სტანდარტული პირობები, რომლებიც თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

1. ადვოკატის ვალდებულებები

1.1. ადვოკატი კლიენტის ინტერესების შესაბამისად ასრულებს წარმომადგენლობით მომსახურებას, რომელიც, გარდა უშუალოდ სასამართლოში წარმომადგენლობისა, მოიცავს:

1.1.1. ზეპირი კონსულტირება საქმესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე ადვოკატის ადგილსამყოფელის მიხედვით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით.

1.1.2. წერილობითი საბუთების შედგენა ან მოპოვება იმ საკითხებზე, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო.

1.1.3. მონაწილეობა საქმესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და კლიენტის წარმოდგენა სახელმწიფო უწყებებში.

1.1.4. სხვა სახის წარმომადგენლობა, რაც უშულოდ აუცილებელია კლიენტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

1.1.5. სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტაში მონაწილეობა.

1.2 ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ისინი უხეშად არ ლახავს მის პირად, პროფესიულ თუ ფინანსურ ინტერესებს.

1.3 ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისირად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.

2. კლიენტის ვალდებულებები

2.1. კლიენტი უნაზღაურებს ადვოკატს გაწეულ სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და ვადებში.

2.2. კლიენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ბოროტად, არამიზნობრივად არ ისარგებლოს ადვოკატის პროფესიული მომსახურებით თუ დროით, დაიცვას კორექტულობა ურთიერთობის დროს.

2.3. კლიენტი ვალდებულია მიაწოდოს ადვოკატს (მისი მოთხოვნით) აუცილებელ ცნობები, რომლებიც შეეხება კლიენტის წარმომადგელნობის არსს.

2.4. კლიენტი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს ადვოკატი საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციით.

2.5. კლიენტი ვალდებულია თავისი ყველა სამართლებრივი თუ სხვა მოთხოვნა შეუსაბამოს კანონმდებლობას და თავი შეიკავოს არასამართლებრივი სახის მოთხოვნების ადვოკატისთვის წაყენებისგან.

2.6. კლიენტი ვალდებულია დავის განმხილველ ორგანოში საქმის წარმოებისას და მესამე პირებთან ურთიერთობაში იმოქმედოს მხოლოდ შემსრულებელთან წინასწარ შეთანხმებით, რათა საფრთხე არ შეექმნას სასარჩელო მოთხვნის დაკმაყოფილებას. ამისთვის, კლიენტი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რაც წინასწარ არ არის შეთანხმებული შემსრულებელთან.

2.7. კლიენტი ვალდებულია სხვა წარმომადგენლის აყვანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ადვოკატს, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქმის ან მომსახურების შედეგებზე.

2.8. კლიენტი ვალდებულია წინასწარ აუნაზღაუროს წარმოამდგენელს საქმესთან დაკავშირებული შეთანხმებული ხარჯები.

3. ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და წესი

3.1. კლიენტი ინფორმირებულია, რომ შესაძლოა სასამართლომ მას აუნაზღაუროს საქმეზე გაწეული ხარჯები, ისევე როგორც დააკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას და რა ოდენობით დააკისრებს ხარჯების ანაზღაურებას.

3.2. ადვოკატის მომსახურების ღირებულება შეიძლება გადაისინჯოს მხარეთა შეთანხმებით და შესაბამისი ცვლილების სახით აისახოს წინამდებარე ხელშეკრულებაში.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ადვოკატი იღებს მომსახურების კეთილსინდისიერად და კვალიფიკაციის ფარგლებში მაქსიმალურად კომპეტენტურად გაწევის ვალდებულებას. ამასთან, ადვოკატი ვერანაირ გარანტიას ვერ აძლევს კლიენტს საქმის მის სასარგებლოდ დასრულების თაობაზე.

4.2. ადვოკატის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებებია:

4.2.1 კლიენტის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დროულად არ გადახდა;

4.2.2 კლიენტის მიერ ადვოკატის მიერ მიცემული კონსულტაციის უგულებელყოფა;

4.2.3 კლიენტის ბრალით გამოწვეული დარღვევები, მათ შორის ისინი, რომელიც რომელიც უბიძგებს ადვოკატს გამოიყენოს საადვოკატო მომსახურების შეჩერების უფლება.

4.2.4 სხვა გარემოებები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია ადვოკატის მიერ.

4.3. ადვოკატის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის და ის არ ავალდებულებს მას წარმოადგინოს კლიენტი სხვა, თუნდაც განსახილველ საქმესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

4.4. ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების ვადის გადაცილებისთვის კლიენტს ეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება ადვოკატისთვის, რომელიც მან განიცადა კლიენტის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით.

5. საქმეზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

5.1. ორივე ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიაწოდოს ერთმანეთს ზუსტი ინფორმაცია საქმის თაობაზე მოთხოვნის ან აუცილებლობის შემთხვევაში.

5.2. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე თუ ინფორმაციის არ მიწოდებამ უარყოფითად იმოქმედა საქმის საბოლოო შედეგზე.

6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

6.1. ადვოკატს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტის 2 კვირით ადრე გაფრთხილებით. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს ადვოკატს იმ საქმეების გადაბარების ვალდებულებისგან, რომლების შეუსრულებლობაც ზიანს მოუტანს კლიენტს.

6.2. ადვოკატი, საადვოკატო მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ატყობინებს კლიენტს ამის შესახებ; იმავე წერილში უნდა აისახოს ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მომსახურება აღდგება.

6.3. ორივე მხარეს აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარის მიერ თავისი ვალდებულებების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შეტყობინება უნდა იყოს დადასტურებადი, ხოლო საფუძველი დასაბუთებული.

7. კონფიდენციალურობა

7.1. ორივე მხარე თანახმაა არ გაამჟღავნოს ურთიერთთანამშრომლობისას გაცვლილი ინფორმაცია მესამე პირებზე, თუ ამის აუცილებლობაა არ არის განსახილველი საქმის მიზნებისთვის.

8. დავათა განხილვა

8.1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის 709–723 მუხლების მიხედვით, რომლებიც დავალების ხელშეკრულებას ეხება.

9. სხვა პირობები

9.1. ხელშეკრულების ტექსტი მთლიანად შეესაბამება მხარეების თავისუფალ ნებას.

9.2. ადვოკატს უფლება აქვს, კლიენტთან დადასტურებადი შეთანხმებით, თავისი მოვალეობების ნაწილი გადაანდოს შესასრულებლად სხვა პირს (მათ შორის, თანაშემწეს), რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების გაწევის პირობებს.

9.3. თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს არ გამოიწვევს მისი სხვა დებულებების ბათილობას.

9.4. ამ ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ ერთნაირი იურიდიული ძალა. თითოეულ მხარეს აქვს შესაბამისად ხელშეკრულების ტექსტის ორი ეგზემპლარი.