სანდროს.ნეთ

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების შექმნის იდეა გაჩნდა 2015 წელს. ჩავთვალეთ, რომ არავინ არის დაზღვეული ისეთი განსაცდელისგან ცხოვრებაში, რომელიც ადამიანს მისგან თავის დაღწევის იმედსაც კი დაუკარგავს. ამ დროს ესაჭიროება ადამიანს მხარდაჭერა გარედან. ადამიანისთვის, რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, პირველ რიგში, საჭიროა სულიერი მხარდაჭერა, შემდეგ, საკუთარი უფლებების აღდგენა, ხშირად, სასამართლოს გზით და ბოლოს, სრული რეაბილიტაციისთვის, ფინანსური მდგრადობა. რაც უფრო კვალიფიციურია ყველა ეს მხარდაჭერა, მით უფრო ადვილად გაუმკლავდება ის სიძნელეებს. 5 წლის მანძილზე უკვე ბევრი ადამიანის დახმარება შევძელით, რამაც გაგვიძლიერა რწმენა, რომ გადაულახავი პრობელმა არ არსებობს. ერთადერთი, რაც ამისთვის არის საჭირო, ესაა თქვენი მზაობა ჩვენი მხარდაჭერა მიიღოთ: თქვენც უნდა მოინდომოთ, რომ ჩვენ თქვენი დახმარება შევძლოთ.